საგანგებო შეკრება "ოცნების" ცენტრალურ ოფისში - რას უკავშირდება მობილიზება?
საგანგებო შეკრება "ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისში - მმართველი პარტიის წევრები შეხვედრაზე იმყოფებიან. ჯერჯერობით, არ ვრცელდება ოფიციალური ინფორმაცია, რას უკავშირდება დღეს "ოცნების" პარტიული ლიდერების მობილიზება.
შეკრება, სავარაუდოდ, 29 აპრილს დანიშნულ კონტრაქციას უკავშირდება, რომელსაც მმართველი პარტია გამართავს.
"ქართული ოცნების" განცხადებით, 29 აპრილს პარტია პარლამენტთან რუსული კანონის მხარდამჭერ აქციას ჩაატარებს. სავარაუდოდ სწორედ ამ დღეს საქართველოს პარლამენტში ხელისუფლება რუსული კანონის ხელმეორედ მიღებას ეცდება. "ქართული ოცნების" "საყოველთაო-სახალხო შეკრებას" ბიძინა ივანიშვილი დაესწრება.
"ქართული ოცნება" პირველი მოსმენით მიღებული რუსულ კანონის განხილვას, ორშაბათს, 29 აპრილს, 09:00 საათზე განაახლებს.