პაპუაშვილი ამტკიცებს, რომ 29-ში დაგეგმილ "რუსულ მარშზე" მისვლას არავის აიძულებენ
შალვა პაპუაშვილი ამტკიცებს, რომ 29-ში დაგეგმილ "რუსულ მარშზე" მისვლას არავის არ აიძლებენ და ეს მხოლოდ ოპოზიციის მანიპულაციაა, რომელიც მისი თქმით შიშით არის განპირობებული.
რაც შეეხება ხვალ დაგეგმილ რუსული კანონის წინააღმდეგ დაგეგმილ ფართომასშტაბიან აქციას, პაპუაშვილი ამბობს, რომ მას ანტიქართული მოძრაობა ატარებს, რომელიც მისი თქმით, არასამთავრობოებისა და ოპოზიციის ერთიანობით გაფორმდა.
შიშს დიდი თვალები აქვს და ეს დიდი თვალები კარგად დაინახავენ 29-ში ერთად მდგომ ქართველ ხალხს. ამ შიშიდან გამომდინარე ცდილობენ ისინი მანიპულაციებს, რომ ვიღაცას აიძულებენ თითქოს მოსვლას.
ჩვენ ვხედავთ, რომ „ენჯეოების“ და ოპოზიციის ამ ჯგუფს, ეს უკვე გაფორმებული სიმბიოზია, რაც, აქამდე ცდილობდნენ, რომ ფარული ყოფილიყო. დღეს უკვე ხილული გახდა, რომ ეს არის ერთი ორგანიზმი, რომელსაც დამფინანსებელიც ერთი ჰყავს, მფარველიც, შემგულიანებელიც და გეგმების დამსახველიც. ეს არის ანტიქართული მოძრაობა, რომელიც გაფორმდა „ენჯეოების“ ჯგუფისა და ოპოზიციის სახით. კარგია, რომ ქართველმა ხალხმა დაინახა ეს ანტიქართული მოძრაობა და უკვე ყველასთვის გახდა ნათელი, ჩამოიხსნა ნიღაბი თუ რასთან გვაქვს საქმე - ეს ერთი პატარა დაჯგუფება საბოლოო ჯამში გაფორმდება როგორც ანტიქართული მოძრაობა და ასე გაფორმდება და ასე დაინახავს მას ქართველი ხალხი“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.
პაპუაშვილის მტკიცების მიუხედავად, "პირველების" ხელშია უამრავი მტკიცებულება, თუ როგორ აძალებენ საჯარო მოხელეებს და სტუდენტებს "რუსულ მარშზე" მისვლას.