ანა ნაცვლიშვილმა სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა
ანა ნაცვლიშვილმა სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა. იმ დროს, როცა ნაცვლიშვილი დარბაზიდან გადიოდა, მას გურამ მაჭარაშვილი დაუპირისპირდა.
რეჟიმის მომხრე რომ ხარ, დიქტატორის მომხრე ხარ," - უთხრა მაჭარაშვილმა ნაცვლიშვილს.
რეჟიმი მოიკითხე შენკენ, გასამართლდებით ქვეყნის ღალატისთვის, რუსის მონავ," - მიმართა ანა ნაცვლიშვილმა მაჭარაშვილს.
12 დეპუტატი იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ დარბაზიდან გააძევა. გარდა ოპოზიციონერი კოლეგებისა, ანრი ოხანაშვილმა სხდომა დაატოვებინა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებსაც.