დეკანოიძე, გოდაბრელიძე და ხაჯიშვილი - კომიტეტი კიდევ სამ ოპოზიციონერს დაატოვებინეს

29.04.24 15:01
დეკანოიძე, გოდაბრელიძე და ხაჯიშვილი - კომიტეტი კიდევ სამ ოპოზიციონერს დაატოვებინეს

ხატია დეკანოიძე, გიორგი გოდაბრელიძე და დავით ხაჯიშვილი - კომიტეტი კიდევ სამ ოპოზიციონერს დაატოვებინეს. 

უნდა ესმოდეთ  მათ, რომ ეს არის ძალაუფლების ბოროტად გამოყენება, რასაც ოხანაშვილი, მდინარაძე და მთელი უმრავლესობა მანდატურებთან ერთად სჩადის დარბაზში. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში გვიმტკიცებდნენ, რომ შინაარსში არ შემოდიხართ, ახლა, როცა მუხლობრივად ვსვამდით იმ კითხვებს, რომელიც არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმ სიტყვებზე, რომელზეც ნერვები ეშლებათ ბიძინა ივანიშვილს და უმრავლესობას, წარმოუდგენელ შეურაცხყოფას გვაყენებენ, გვითიშავენ მიკროფონს, გვატოვებინებენ დარბაზს ძალის გამოყენებით, გვაყენებენ შეურაცხყოფას, მაგალითად, მაჭარაშვილი, რომელიც პირდაპირ რუსული ინტერესების გამტარებელია, პირდაპირ ახლა უკვე ოპოზიციას გვეძახის აგენტებს, საშინელებებს კადრულობენ. ეს პროცესი არის არალეგიტიმური,“ - ამბობს დეკანოიძე.

იაგო ხვიჩიამ დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვა.

ამ ეტაპზე ოპოზიციიდან სამი დეპუტატი რჩება დარბაზში, სადაც რუსულ კანონზე "ოცნება" მსჯელობს.

იურიდიული კომიტეტის სხდომიდან ანა წითლიძე გამოაძევეს. მანამდე კი დარბაზი სალომე სამადაშვილს, ლევან ბეჟაშვილს, გიორგი ვაშაძეს, თაკო ჩარკვიანს, ქეთევან თურაზაშვილს, თამარ კორძაიას და ლევან ხაბეიშვილს დაატოვებინეს.

 

მსგავსი სიახლეები