ბიზნესმენების ჩამონათვალს, რომლებიც რუსული კანონის მხარდამჭერ განცხადებებს კოორდინირებულად ავრცელებენ, "რიჟა" შეუერთდა
ბიზნესმენების ჩამონათვალს, რომლებიც რუსული კანონის მხარდამჭერ განცხადებებს კოორდინირებულად ავრცელებენ, "ქართული ოცნების" ხელისუფლების ფავორიტი ბიზნესმენი - გიორგი კაპანაძეა იგივე (რიჟა) შეუერთდა.
მისი სახელი არაერთ გახმაურებულ საქმეში ფიგურირებს. "რიჟა" რუსთავი ორის ერთ-ერთი სამართლებრივი დავის ფიგურანტი იყო.
ეს უკანასკნელი იძულებით წილების დათმობაშიც იყო ბრალდებული. კაპანაძე, ყოფილი მერის გიგი უგულავას წინააღმდეგ სამართლებრივი დავის მოწმეაც იყო და მის დასჯას საჯაროდ ითხოვდა.
რას წერს გიორგი კაპანაძე რუსულ კანონზე - tvpirveli.ge "რიჟას" განცხადებებას უცვლელად გთავაზობთ:
მინდა გამოვეხმაურე ბოლო ხანს ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს. ჩემთვის, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქისთვის და რიგითი ბიზნესმენისთვის სულერთი ნამდვილად არ არის, თუ როგორ ვითარდება საქართველო. ცალსახა და უდავოა, რომ ევროპა და ევროპული ღირებულებები არის ის, რისკენაც უკვე წლებია მივისწრაფვით. დარწმუნებული ვარ ჩვენი მრავალწლიანი სვლა ამ გზაზე წარმატებით დასრულდება და საქართველო გახდება ევროკავშირის ღირსეული, თანაბარუფლებიანი წევრი თავისი კულტურით, ტრადიციებით და პრინციპებით! ამ მიზნის მისაღწევად უმნიშვნელოვანესია მშვიდობა!
საბედნიეროდ, ბევრი პოლიტიკური რყევების თუ სპეკულაციების მიუხედავად, გარე თუ შიდა გამოწვევების მიუხედავად, ბოლო წლებში ქვეყანამ შეძლო სტაბილურობის და მშვიდობის შენარჩუნება, მივიღეთ ევროპასთან უვიზო მიმოსვლის შესაძლებლობა, კანდიდატი ქვეყნის სტატუსი და იმედი მაქვს, მალე მოლაპარაკებების კარიც გაიღება. როგორც თითოეული მოქალაქისთვის, ისე ბიზნესისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მშვიდობიანი და სტაბილური გარემო, რაც პირდაპირ პროპორციულია საქართველოს მოქალაქეების კეთილდღეობასთან!
რაც შეეხება სადაო კანონს, მე როგორც ბიზნესმენი არაერთხელ გავმხდარვარ ბინძური ცილისწამების და დაკვეთილი დეზინფორმაციის სამიზნე. სამწუხაროდ, ამ ცილისწამებების ავანგარდში იდგნენ ადამიანები, რომლებიც, ვითომდა კეთილშობილური მიზნებით, ახლა გვარწმუნებენ, რომ ქვეყანა რუსეთისკენ იხრის კურს. არადა, სწორედ რუსული პროპაგანდის სტილით ხდებოდა პირადად ჩემზე გაუგონარი ტყუილების გავრცელება და დიახ, სწორედ ეს არის რუსული! ამ მიზანმიმართული სიცრუის კამპანიებს, რომლის მსხვერპლი არაერთი ადამიანი გახდა, საერთო არაფერი აქვს ევროპულობასთან!
ბევრი ადამიანისთვის გაუგებარია, რატომ შეიძლება იყოს გამჭვირვალეობა რუსული და კამპანიური ცილისწამება ევროპული?! მე არ ვაპირებ კანონის ნიუანსებში შესვლას, თუმცა ვფიქრობ გამჭვირვალეობის საწინააღმდეგო ჭეშმარიტად ევროპულად მოაზროვნე არცერთ ადამიანს, არაფერი ექნება. სხვა დეტალები პოლიტიკოსებმა არა ქაოსის, არეულობით მუქარის და შანტაჟის ფონზე, არამედ მოლაპარაკებების მაგიდასთან უნდა განიხილონ!
მე, როგორც ბიზნესმენი, რომელიც ვქმნი უამრავ სამუშაო ადგილს ქვეყანაში, დარწმუნებული ვარ, ალტერნატივა არ აქვს ევროპას! მშვიდობას! ღიაობას და გამჭვირვალეობას“, - წერს გიორგი კაპანაძე.
ასევე წაიკითხეთ:
- "ბიზნესს და მთავრობას ერთიანი ხედვა აქვს" - რუსულ კანონს მხარდაჭერა „ელიტ ტექნოლოჯის“ დამფუძნებელმაც გამოუცხადა
- მინი ოლიგარქი, ვანო ჩხარტიშვილი რუსული კანონის მაქებართა რიგებშია
- სამშენებლო კომპანია "არქის" მფლობელმა რუსულ კანონს მხარდაჭერა გამოუცხადა
- შოთა ბერეკაშვილი, ბიზნესმენი, რომელიც რუსულ კანონს მხარდაჭერას უცხადებს
- რუსული კანონის მხარდამჭერ ბიზნესმენებს სოსო ფხაკაძეც შეუერთდა
- "KTW" ჯგუფის დამფუძნებელი რუსულ კანონს მხარს უჭერს და "ოცნების" ხელისუფლებას აქებს
- ღარიბაშვილის ნათელ-მირონს რუსული კანონი მოსწონს - ნამორაძე "ოცნებას" აქებს
- ვრჩები გამჭვირვალობის მაღალი სტანდარტის ერთგული - კიდევ ერთი ბიზნესმენის განცხადება
- რუსულ კანონს მხარს ბიზნესმენი ლევან ფხაკაძეც უჭერს