ცირკთან აქციის მონაწილეებს თავს დაესხნენ - არსებობს კადრები (ფოტო/ვიდეო)

03.05.24 01:25
ცირკთან აქციის მონაწილეებს თავს დაესხნენ - არსებობს კადრები (ფოტო/ვიდეო)

 

 

თბილისში ცირკის მიმდებარე ტერიტორიაზე აქციის მონაწილეებს თავს დაესხნენ და რამდენიმე პირს ფიზიკურად გაუსწორდნენ. აქტივისტებმა სავარაუდო თავდამსხმელები მობილურით გადაიღეს, შესაბამისად მათი იდენთიფიცირება შესაძლებელია. 

დაპირისპირება ცისკის მიმდებარე ტერიტორიაზე რამდენიმე წუთის წინ მოხდა, წინასწრი ინფორმაციით, დაშავებულია 5 -მდე ადამიანი.

როგორც აქციის მონაწილეები ამბობენ, პროვოკაციის მოწყობის მიზნით მათ 4 ადამიანი თავს დაესხა. აქციის მონაწილეთა თქმით, მათ "კუნთიანი" "ათლეტური აღნაგობის" ადამიანები გაუწსორდნენ. 

მშვიდობიანი დემონსტრანტები ამბობენ, რომ მათ სოწრედ რუსული კანონის გაპროტესტების გამო გაუსწორდნენ.