ვინ დაესხა თავს მშვიდობიან დემონსტრანტებს? - "პირველებმა" კიდევ ერთი პირის იდენტიფიცირება შეძლო
ვინ დაესხა თავს მშვიდობიან დემონსტრანტებს? - იდენტიფიცირებულია კიდევ ერთი თავდამსხმელი - გიორგი რომანაძე. "პირველების" ინფორმაციით, ის "ტერასა ორბელიანის" და "კერას" დაცვის წევრი.
„პირველები“ ყველა იმ ბარში იყო, სადაც თავდამსხმელები მუშაობენ - რატის ბარში, სახელოსნო, ბარი არმა, თუმცა ბარების დიდი ნაწილი ამ დროისთვის არ მუშაობს.
ბარ „სახელოსნოს“ თანამშრომლების თქმით, ჯერჯერობით, შსს-დან მათთან არავინ მისულა.
„ბარი ახლა არ მუშაობს... ჩვენ ვიხსნებით საღამოს საათებში“, - ამბობს „სახელოსნოს“ ერთ-ერთი თანამშრომელი.
თავდასხმაში მონაწილე პირები, ვისი იდენტიფიცირებაც "პირველებმა" შეძლო:
ერთ-ერთი პირი 34 წლის ჯონდო უარიადმყოფელია.

რა მოხდა ცირკის მიმდებარე ტერიტორიაზე?
რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები "ტვპირველთან" ამბობენ, რომ უცნობი პირები აქციის მონაწილეებს თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ.
თავდასხმის და დაშავებულთა კადრები "ტვ პირველმა" რამდენიმე წუთის წინ მოიპოვა.
ერთ-ერთი თვითმხილველის განცხადებით, თავდაპირველად მანქანა განზრახ დაეჯახა ველოსიპედიან კაცს. ერთ-ერთი დაშავებული აცხადებს, რომ ის ძირს დაგდებული ადამიანის დასახმარებლად მივიდა, რა დროსაც ხელი კრეს, წააქციეს და სასტიკად გაუსწორდნენ.
რას ამბობს შინაგან საქმეთა სამინისტრო:
შინაგან საქმეთა სამინისტროს თამარ მეფის გამზირზე, ახალგაზრდებზე თავდასხმასა და სასტიკ ანგარიშწორებაში ბრალდებული არც ერთი პირი არ დაუკავებია. ამის შესახებ "პირველებს" სამინისტროს პრესამსახურში უთხრეს.