ვისი მოწყობილი შეიძლება იყოს ჩასაფრება "ტვ პირველთან" - რა ვერსიები აქვს ფრიდონ ინჯიას
ვისი მოწყობილი შეიძლება იყოს ჩასაფრება "ტვ პირველთან"- „ევროპელი სოციალისტების“ ლიდერს ფრიდონ ინჯიას საკუთარი ვერსიები აქვს და ამბობს, რომ ამის უკან შეიძლება "ნაციონალური მოძრაობა" ან "ოცნებაში" ჩანერგილი პირები იდგნენ, ვისაც ქვეყანაში დესტაბილიზაცია სურთ.
მე ვერ გეტყვით რომ დაგეგმილი იყო. შეიძლება, თვითონ ვინც დაინტერესებულია ასეთი დესტაბილიზაციით, იმის მოწყობილი იყოს, შეიძლება "ნაციონალური მოძრაობის" მოწყობილი იყოს, თუ იმათთვის მომგებიანია, ისინი ამას მოაწყობდნენ. "ოცნებაში" ჩანერგილი არიან ის ადამიანები, რომლებსაც უნდათ დესტაბილიზაცია", - ამბობს ფრიდონ ინჯია.
ჩასაფრება "ტვ პირველთან" და სრულ უმოქმედობის რეჟიმში გადასული პოლიცია - ამ დრომდე, ტვ პირველში შინაგან საქმეთა სამინისტროს არცერთი თანამშრომელი გამოჩენილა.
გომელაურის უწყებაში "ტვ პირველის" საინფორმაციო სამსახურის უფროსმა, ნოდარ მელაძემ ხუთი ზარი განახორციელა, თუმცა ტელევიზიაში პატრული არ მოვიდა.
"პირველებმა" უკვე გაშიფრა ტელეკომპანიის შენობაზე დამონტაჟებული სათვალთვალო კამერების ჩანაწერები. ამ კადრებში კარგად ჩანს, რომ ტელეკომპანია პირველის ეზოსთან მინიმუმ ხუთი შენიღბული მამაკაცი მორიგეობდა.
კადრების გაშიფვრის შედეგად იდენტიფიცირებულია ერთ-ერთი ავტომობილის მარკა და სანომრე ნომერი.
TV პირველთან "რენჯ როვერი"-ის ავტომობილი იდგა ნომრით, ტრანზიტული ნომრით: GT - 4904.