"პოლიციის არმოსვლა ნიშნავს, რომ გომელაურიც ისეთივე ტერორისტული დაჯგუფების მეთაურია, რომელიც "ტვ პირველთან" მოაგზავნეს" - ნოდარ მელაძე
ჩასაფრება "ტვ პირველთან" და სრულ უმოქმედობის რეჟიმში გადასული პოლიცია - ამ დრომდე ტვ პირველში შინაგან საქმეთა სამინისტროს არც ერთი თანამშრომელი გამოჩენილა.
გომელაურის უწყებაში "ტვ პირველის" საინფორმაციო სამსახურის უფროსმა, ნოდარ მელაძემ ხუთი ზარი განახორციელა, თუმცა ტელევიზიაში პატრული არ მოვიდა.
ნოდარ მელაძის თქმით, ეს არის პირდაპირი მტკიცებულება მინიმუმ თანამდებობრივი გულგრილობის და ეს ფაქტი ნიშნავს, რომ გომელაურიც ისეთივე "ტერორისტული დაჯგუფების მეთაურია, რომელიც "ტვ პირველთან" მოაგზავნეს".
ჩვენ დავრეკეთ ჯერ შს სამინისტროში და შემდეგ 112-ში. მთელი ღამე ველოდებოდით ადგილზე პატრულის მოსვლას და პატრული უბრალოდ არ მოვიდა. ჩვენ ვაცნობეთ შსს-ს, რომ ნიღბიანი პირები ორი ჯიპით, რომლებსაც არ ქჰონდათ სახელმწიფო ნომრები და იმყოფებოდნენ საეჭვო ტრანზიტულ ნომრებზე, ტელევიზიის მიმდებარე ტერიტორიაზე იყვნენ ჩასაფრებულები, ახორციელებდნენ ადევნებას და წარმოადგენდნენ მყისიერ საფრთხეს ჩვენთვის. მყისიერი საფრთხე ვის უნდა განეიტრალებინა? - საპატრულო პოლიციას, ან კრიმინალურ პოლიციას. არცერთი გამოძახებაზე არ მოვიდა. 5 გამოძახებიდან ხუთივე დააიგნორეს. ამით გომელაური ეუბნება მედიას, მოქალაქეს, ჟურნალისტს, რომ თუ შენზე თავდასხმისთვის ვინმე მოვა და შენ დარეკავ პოლიციაში, მე შენთან არ მოვალ. ეს იმას ნიშნავს, რომ გომელაურიც არის ისეთივე ტერორისტული დაჯგუფების მეთაური, რომელიც დღეს მოაგზავნეს "ტვ პირველთან". ეს არის პირდაპირი მტკიცებულება მინიმუმ თანამდებობრივი გულგრილობის შსს-ს ყველა იმ მაღალჩნოსნის, რომელმაც მიიღო ეს შეტყობინება და რომელმაც რეაგირება არ მოახდინა", - ამბობს ნოდარ მელაძე.
"პირველებმა" უკვე გაშიფრა ტელეკომპანიის შენობაზე დამონტაჟებული სათვალთვალო კამერების ჩანაწერები. ამ კადრებში კარგად ჩანს, რომ ტელეკომპანია პირველის ეზოსთან მინიმუმ ხუთი შენიღბული მამაკაცი მორიგეობდა.
კადრების გაშიფვრის შედეგად იდენტიფიცირებულია ერთ-ერთი ავტომობილის მარკა და სანომრე ნომერი.
TV პირველთან "რენჯ როვერი"-ის ავტომობილი იდგა ნომრით, ტრანზიტული ნომრით: GT - 4904.