ჩასაფრება "ტვ პირველთან" - რას ამბობს დიმიტრი ხუნდაძე

10.05.24 12:13
ჩასაფრება "ტვ პირველთან" - რას ამბობს დიმიტრი ხუნდაძე

ჩასაფრება "ტვ პირველთან" - "ხალხის ძალის" ლიდერი დიმიტრი ხუნდაძე ხელს ჩვენი ტელევიზიისკენ იშვერს და ამბობს, რომ ნებისმიერი ფაქტი სამართლ;ებრივად უნდა შეფასდეს და არა ვიღაცის ნათქვამით.

მიუღებელია ის, რომ თქვენ წარმოადგენდით იმ პოლიტიკური ძალის ტელევიზიას, რომელიც ჯიხურებზე გვამების შემდოებით ასრულდებდა აქციებს, იმედში ნიღბებით შერბოდა. ნებისმიერი ფაქტი უნდა იყოს სამართლებრივად შეფასებული და არა ისე, რომ ვიღაცამ თქვა. თქვენ შეგიძლიათ იყოთ მშვიდად, რადგან ქვეყანაში გამოუძიებელი არაფერი დარჩება", - ამბობს ხუნდაძე.

ჩასაფრება "ტვ პირველთან" და სრულ უმოქმედობის რეჟიმში გადასული პოლიცია - ამ დრომდე, ტვ პირველში შინაგან საქმეთა სამინისტროს არცერთი თანამშრომელი გამოჩენილა.

გომელაურის უწყებაში "ტვ პირველის" საინფორმაციო სამსახურის უფროსმა, ნოდარ მელაძემ ხუთი ზარი განახორციელა, თუმცა ტელევიზიაში პატრული არ მოვიდა.

"პირველებმა" უკვე გაშიფრა ტელეკომპანიის შენობაზე დამონტაჟებული სათვალთვალო კამერების ჩანაწერები. ამ კადრებში კარგად ჩანს, რომ ტელეკომპანია პირველის ეზოსთან  მინიმუმ ხუთი შენიღბული მამაკაცი მორიგეობდა. 

კადრების გაშიფვრის შედეგად იდენტიფიცირებულია ერთ-ერთი ავტომობილის მარკა და სანომრე ნომერი.

TV პირველთან "რენჯ როვერი"-ის ავტომობილი იდგა ნომრით, ტრანზიტული ნომრით: GT - 4904.

მსგავსი სიახლეები