რა ხდება პარლამენტის უკანა შესასვლელთან, სადაც სამართალდამცავებს დაკავებულები გაჰყავთ

13.05.24 08:42
რა ხდება პარლამენტის უკანა შესასვლელთან, სადაც სამართალდამცავებს დაკავებულები გაჰყავთ

ჟურნალისტებს პარლამენტში შესვლის შესაძლებლობას არ აძლევენ. პარლამენტის უკანა შესასვლელთან არის წყლის ჭავლის მანქანა, სახანძრო მანქანა, ასევე მობილიზებულები არიან სპეცრაზმის წევრები.

ჟურნალისტებს გადაადგილება შეზღუდული აქვთ. 

ამ ტერიტორიაზე გაჰყავთ სამართალდამცავებს დაკავებულები, თუმცა ჟურნალისტებს მიახლოების უფლებას არ აძლევენ. კადრებში ჩანს, რომ ხელი შეკრული მინიმუმ 4 ადამიანს აქვს.

დაკავებების სერია გრძელდება - ჭიჭინაძის ქუჩაზე მშვიდობიანი აქციის მონაწილეებსა და სპეცრაზმელებს შორის სიტუაცია უკიდურესად დაიძაბა.

მსგავსი სიახლეები