სამართალდამცავების მიერ აქციის მონაწილეების მიმართ ძალის გადამეტების ფაქტებზე დაიწყო გამოძიება - სპეციალურმა საგამოძიებო სამსახური

13.05.24 10:11
სამართალდამცავების მიერ აქციის მონაწილეების მიმართ ძალის გადამეტების ფაქტებზე დაიწყო გამოძიება - სპეციალურმა საგამოძიებო სამსახური

ძალადობა სამართალდამცავების მხრიდან - სპეციალური საგამოძიებო სამსახური განცხადებას ავრცელებს. სამართალდამცავების მიერ აქციის მონაწილეების მიმართ ძალის გადამეტების ფაქტებზე დაწყებულია გამოძიება.

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, 2024 წლის 13 მაისს, საკანონმდებლო ორგანოსთან, სამართალდამცავების მიერ აქციის მონაწილეების მიმართ ძალის გადამეტების ფაქტებზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით გამოძიება დაიწყო.

სამსახური ძალის გადამეტების ყველა დანაშაულებრივ ეპიზოდზე ახდენს შესაბამის სამართლებრივ რეაგირებას.

გამოძიების მიმდინარეობის და შედეგების თაობაზე საზოგადოებას მიეწოდება ინფორმაცია," - წერია განცხადებაში.

"პირველების" კამერამ არაერთი შემთხვევა დააფიქსირა, როდესაც სამართალდამცავები დემონსტრანტებს უსწორდებიან.

აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ სამართალდამცავები, რომლებიც აგრესიით გამოირჩევიან, სპეცრაზმელები არიან და ისინი უსწორდებიან სასტიკად დემონსტრანტებს.

შინაგან საქმეთა სამინისტრო ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს - გომელაურის უწყების ცნობით, რუსთაველის გამზირზე ამ დროისთვის სამართალდამცველებმა 20 ადამიანი დააკავეს.