ევროპელი მეგობრები ივანიშვილს მოუწოდებენ, გაიწვიოს რუსული კანონი, რომელიც უხერგავს გზას ჩვენს ქვეყანას ევროპისკენ - ბოკუჩავა
"საქართველოს ევროპელი მეგობრები მოუწოდებენ ივანიშვილს, გაიწვიოს რუსული კანონი, რომელიც უხერგავს გზას ჩვენს ქვეყანას ევროპისკენ" - ამის შესახებ განცხადება საპარლამენტო ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ გააკეთა.
ევროკავშირის დელეგაციასთან შეხვედრის დასრულების შემდეგ, ბოკუჩავამ პირდაპირ თქვა, რომ ქართველი ხალხის მიერ ბრძოლის შედეგად მოპოვებული კანდიდატის სტატუსი შესაძლოა, გამოუყენებელი დარჩეს.
საქართველოს ევროპელ მეგობრებს აქვთ ძალიან კონკრეტული გზავნილი, იგივე გზავნილი, რაც გვესმის თბილისის ქუჩებში უკვე რამდენიმე კვირაა. ისინი მოუწოდებენ ივანიშვილს გაიწვიოს რუსული კანონი, რომელიც უხერგავს გზას ჩვენს ქვეყანას ევროპისკენ. ისინი ღიად ამბობენ, რომ რუსული კანონი მიღების შემთხვევაში, შეუძლებელია საქართველომ გახსნას მოლაპარაკებები ევროკავშირში გაწევრიანებაზე და გამოდის, რომ კანდიდატის სტატუსი, რომელიც რის უდიდესი მონაპოვარია ქართველი ხალხის დამსახურება, გამოუყენებელი დარჩება, რადგან ჩვენ ამ სტატუსს ვერ გამოვიყენებთ მოლაპარაკებების დასაწყებად.“- განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
არჩევნების არალეგიტიმურობა და ევროკავშირთან მოლაპარაკებების შეწყვეტა - ოპოზიციონერი პოლიტიკოსების შეხვედრა ევროპელ კოლეგებთან დასრულდა.
ევროკავშირის დელეგაციის პირველმა ოფიციალურმა ვიზიტმა მწვავე გზავნილების ფონზე ჩაიარა. ევროპელი კოლეგები პირდაპირ ამბობენ, რომ რუსული კანონის დამტკიცების შემთხვევაში, 2024 წლის ბოლოს საქართველოს ევროპულ ოჯახში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები არ გაეხსნება.