სასტიკად ნაცემია. ძალიან აქტიურია და შეგნებულად გააკეთეს, იხელთეს მომენტი - კახა კვეკვესკირის ძმა
"სასტიკად ნაცემია, ახლა იზოლატორშია... შესაძლებელია კლინიკაში გადაყვანა დასჭირდეს," - ამის შესახებ პარლამენტთან სასტიკად ნაცემი კახა კვეკვესკირის ძმა ამბობს.
კვეკვესკირის შეფასებით, მისი ძმა ანგარიშსწორების მსხვერპლია, რადგან ის აქტიურია და აპროტესტებს ხელისუფლების მხრიდან უსამართლობას.
სასტიკად ნაცემია, ახლა იზოლატორშია... შესაძლებელია კლინიკაში გადაყვანა დასჭირდეს. შემოდიოდა ზარები, ძალიან აქტიურია და აქედან გამომდინარე, უფრო მეტად შესაძლებელია, რომ შეგნებულად გააკეთეს და იხელთეს მომენტი და გამოიჭირეს,“ - ამბობს კახა კვეკვესკირის ძმა.
კახა კვეკვესკირია ის პირი, ვისაც სპეცრაზმი ძირსდაგდებულს ჯგუფურად უსწორდებოდა. კადრებში, რომელიც TV პირველმა მოიპოვა, ჩანს, როგორ უსწორდებიან 10-ზე მეტი ნიღბიანი ძირს დაგდებულ მოქალაქეს.