ევროკავშირის დელეგაცია პრეზიდენტ ზურაბიშვილს ხვალ შეხვდება
ევროკავშირის დელეგაცია პრეზიდენტ ზურაბიშვილს ხვალ შეხვდება - ინფორმაციას სებასტიან ტინკინენი ავრცელებს.
ფინეთის პარლამენტის წევრის თქმით, ყველა ახლა "ქართული ოცნების" გადაწყვეტილებას ელის - რა მოხდება ხვალინდელ კენჭისყრაზე.
რაც არ უნდა მოხდეს ხვალინდელ კენჭისყრაზე, სამოქალაქო საზოგადოება მხარდაჭერილი და წახალისებული უნდა იყოს, რომ გააგრძელოს ბრძოლა ქვეყნისთვის, რათა რუსეთის ჯიბეში არ დაბრუნდეს," - წერს დეპუტატი.
ევროკავშირის დელეგაცია თბილისშია და დილიდან შეხვედრებს მართავს. მათი გზავნილი მკაფიოა - თუ რუსული კანონი დამტკიცდება, არ გაიხსნება ევროკაშირის წევრობაზე მოლაპარაკებები საქართველოსთან.