ზურაბიშვილი მეცოლას: "მადლობა ქართველი ხალხის ურყევი მხარდაჭერისთვის"

14.05.24 20:25
ზურაბიშვილი მეცოლას: "მადლობა ქართველი ხალხის ურყევი მხარდაჭერისთვის"

"მადლობა ქართველი ხალხის ურყევი მხარდაჭერისთვის", - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი X-ზე წერს და ევროპარლამენტის პრეზიდენტის, რობერტა მეცოლას მხარდამჭერ პოსტს ეხმაურება.

"მადლობა ევროპარლამენტის პრეზიდენტს, თქვენი პირადი ერთგულებისთვის და ევროპარლამენტის ურყევი მხარდაჭერისთვის ქართველი ხალხისა და მისი მტკიცე არჩევანისთვის ევროპული მომავლის შესახებ," - წერს ზურაბიშვილი. 

 "თბილისო, ჩვენ გვესმის შენი! ჩვენ გხედავთ!" - ამ განცხადებას რუსული კანონის დამტკიცების შემდეგ ევროპარლამენტის პრეზიდენტი რობერტა მეცოლა სოციალურ ქსელში ავრცელებს

მსგავსი სიახლეები