დავუდასტურე ჩვენი მზაობა დისკუსიისთვის - პრემიერის ვერსია ო'ბრაიენთან შეხვედრის დეტალებზე

14.05.24 21:41
დავუდასტურე ჩვენი მზაობა დისკუსიისთვის - პრემიერის ვერსია ო'ბრაიენთან შეხვედრის დეტალებზე

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა  ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნთან გამართული შეხვედრის დეტალებზე საგანგებო ბრიფინგზე ისაუბრა. 

მისი თქმთ, მათ  ო'ბრაიენს დავუდასტურა ხელისუფლების მზაობა დისკუსიისთვის

ჩვენ გვქონდა საუბარი (ო'ბრაიენთან) უშუალოდ უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონზე და განვგუმარტეთ ყველა დეტალი, რაც დაკავშირებულია ამ კანონთან და თუ იქნება რაიმე შენიშვნები, კიდევ ერთხელ, ვართ მზად დისკუსიისთვის და ეს მზაობა ბატონ ო'ბრაიენსაც დავუდასტურე. მე მგონია, რომ ძალიან ბევრი რამ გახდა ცხადი ჩვენი პარტნიორებისთვის, იმ პროცესებთან დაკავშირებით, რაც ხდება ჩვენ გარშემო და ხდებოდა ორმხრივ ურთიერთბაში გასული სამი დღის მანძილზე და კიდევ ერთხელ ვადასტურებ, რომ ჩვენ გვაქვს სრული მზაობა ვიზრუნოთ ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებისთვის და ეს ბატონ ო'ბრაიენსაც დავუდასტურე. 

ცნობისთვის, ო'ბრაიენმა კი რამდენიმე წუთის წინ თქვა, რომ თუ ქართული ოცნება განაგრძობს ძალადობასა და დემოკრატიის პრინციპების უგულებელყოფას, აშშ მათ და მათ ოჯახის წევრებს სანქციებს დაუწესებს. 

მსგავსი სიახლეები