ო'ბრაიენის ღია გაფრთხილების მიუხედავად, კობახიძე ამტკიცებს, რომ შეხვედრაზე სანქციებზე არ უსაუბრიათ
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ამტკიცებს, რომ ჯეიმს ო'ბრაიენთან შეხვედრაზე სანქციებზე არ უსაუბრიათ.
ირაკლი კობახიძე ირწმუნება, რომ შესაძლო სანქცირების საკითხი საერთოდ არ იყო ნახსენები.
"საერთოდ ეს საკითხი, სანქციების საკითხი საერთოდ არ ყოფილა ხსენებული ჩვენს შეხვედრაზე, რაიმე ფორმალურ სანქციებზე საუბარი არ ყოფილა, ეს არ ყოფილა საუბრის საგანი ჩვენს შეხვედრაზე. მიუხედავად იმისა, რომ ხანგრძლივი დიალოგი შედგა, ორსაათნახევარი, სანქციები საერთოდ არ იყო ნახსენები", - თქვა კობახიძემ.
ცნობისთვის, ო'ბრაიენმა კი რამდენიმე წუთის წინ თქვა, რომ თუ ქართული ოცნება განაგრძობს ძალადობასა და დემოკრატიის პრინციპების უგულებელყოფას, აშშ მათ და მათ ოჯახის წევრებს სანქციებს დაუწესებს.