შევთანხმდით, რომ სწორი გავაკეთეთ, როცა არ მოვუსმინეთ ევროპელ კოლეგებს და არ დავაწესეთ სანქციები - პაპუაშვილი

15.05.24 16:46
შევთანხმდით, რომ სწორი გავაკეთეთ, როცა არ მოვუსმინეთ ევროპელ კოლეგებს და არ დავაწესეთ სანქციები - პაპუაშვილი

"ქართული ოცნება" საერთაშორისო სკანდალში ეხვევა - ევროკავშირის ოთხი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი შალვა პაპუაშვილს ტყუილში ამხელენ.

საქმე ეხება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის საჯარო განცხადებას, სადაც მან თქვა, რომ მინისტრებთან შეხვედრაზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ ივანიშვილის გუნდმა რუსეთისთვის სანქციების არ დაწესებით და მიხეილ სააკაშვილის არ გათავისუფლებით სწორი გადაწყვეტილება მიიღო.

"ეს განწყობა იყო ჩვენი დღევანდელი შეხვედრის" - აცხადებს პაპუაშვილი და იქვე დასძენს, რომ მმართველი პარტია სწორად მოიქცა, როდესაც ევროპელ კოლეგებს არ დაუჯერეს.

დღეს, შიგნით საუბრისას ყველა შევთანხმდით, რომ ჩვენ სწორი გავაკეთეთ, რომ არ მოვუსმინეთ ჩვენს ევროპელ კოლეგებს, როდესაც არ დავუწესეთ სანქციები [რუსეთს], მათი რჩევის საწინააღმდეგოდ, კარგი ვქენით, რომ არ მოვუსმინეთ ევროპელ კოლეგებს და არ გავათავისუფლეთ სააკაშვილი - ჩვენ აღმოვჩნდით მართალი და ისინი მტყუანი. ვუთხარით, რომ აქაც გამოდის, რომ თუ თქვენ ასე შავ-თეთრად უყურებთ, რომ ან თქვენ რეკომენდაციებს გავითვალისწინებთ და ან ასე იქნება, რა დაზღვევაა, რომ ამ შემთხვევაშიც არ ცდებით, ისევე როგორ წინა შემთხვევებში შეცდით? ჩვენი მოწოდებაა და ეს განწყობა იყო ჩვენი დღევანდელი შეხვედრის, რომ მთავარია ურთიერთობა დამყარებული იყოს ურთიერთპატივისცემაზე და გაიგონ ის წუხილები, რომლებიც ჩვენ გვაქვს", - ამბობს პაპუაშვილი.

შეგახსენებთ, ლატვიის, ლიეტუვის, ესტონეთისა და ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოში იმყოფებიან. თავდაპირველად, მათ შეხვედრა სალომე ზურაბიშვილთან, შალვა პაპუაშვილთან და ოპოზიციონერ დეპუტატებთან გამართეს. ევროპელი პოლიტიკოსები დღეს ასევე სამოქალაქო საზოგადოებას შეხვდებიან. 

მსგავსი სიახლეები