ევროპელი კოლეგები შოკირებულები იყვნენ, თუ რამხელა ტყუილის თქმა შეუძლია "ოცნებას" - ხოშტარია

15.05.24 17:46
ევროპელი კოლეგები შოკირებულები იყვნენ, თუ რამხელა ტყუილის თქმა შეუძლია "ოცნებას" - ხოშტარია

"ევროპელი კოლეგები შოკირებულები იყვნენ, თუ რამხელა ტყუილის თქმა შეუძლია "ოცნებას" - ასე ეხმაურება "დროას" ლიდერი, ელენე ხოშტარია პაპუაშვილის ტყუილს ევროპელი კოლეგების მისამართით.

ხოშტარია ივანიშვილის გუნდს მატყუარა ხელისუფლებას უწოდებს და აცხადებს, რომ მმართველი პარტია საქართველოში უმცირესობას წარმოადგენს.

"ქართული ოცნება" არის მატყუარა ხელისუფლება და ამის დემონსტრირება გააკეთეს ამ ვიზიტის დროს. შეხვედრის დროს შოკირებულები იყვნენ, თუ რამხელა ტყუილის თქმა შეუძლია "ოცნებას". მაგრამ ეს არ არის სიახლე. მთავარია, რომ ქართველი ხალხი ევროპული მომავლისთვის იბრძვის და ამასთან შეგუებას არავინ არ აპირებს. რა ინსტრუმენტები დაგვიჭერს მხარს, ევროპა თუ ამერიკა, ამას თავად იტყვიან. მაგრამ ამ ვიზიტზე კიდევ უფრო მკაფიოდ გამოჩნდა, რომ ერთი მხრივ, არის უმრავლესობა ქართველი ხალხი, რომელიც იბრძვის ევროპისთვის და მეორე მხრივ, არის უმცირესობა "ქართული ოცნების", რომელიც იტყუება შეხვედრის მერე. მატყუარა უმცირესობაში მყოფი ხელისუფლება", - ამბობს ხოშტარია.

ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა გააკეთა განცხადება, "შეხვედრაზე ყველა შევთანხმდით, რომ სწორი გავაკეთეთ, რომ არ მოვუსმინეთ ჩვენს ევროპელ კოლეგებს და არ დავუწესეთ სანქციები რუსეთს, არ გავათავისუფლეთ სააკაშვილი. ჩვენ აღმოვჩნდით მართალი და ისინი მტყუანი".

განცხადების გაკეთების შემდეგ ევროპელმა პოლიტიკოსებმა პაპუაშვილი ტყუილში დაადანაშაულეს.

შეგახსენებთ, ლატვიის, ლიეტუვის, ესტონეთისა და ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოში იმყოფებიან. თავდაპირველად, მათ შეხვედრა სალომე ზურაბიშვილთან, შალვა პაპუაშვილთან და ოპოზიციონერ დეპუტატებთან გამართეს. ევროპელი პოლიტიკოსები დღეს ასევე სამოქალაქო საზოგადოებას შეხვდებიან.

მსგავსი სიახლეები