თქვენ არ ხართ მარტო, თქვენ გავქთ ჩვენი პატივისცემა - ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრი

15.05.24 22:39
თქვენ არ ხართ მარტო, თქვენ გავქთ ჩვენი პატივისცემა - ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრი

თქვენ არ ხართ მარტო, თქვან გავქთ ჩვენი პატივისცემა - ამ სიტყვებით მიმართა ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრმა თბილისში, რუსთაველის გამზირზე შეკრებილებს. 

"მე ვარ აქ, რომ გაჩვენოთ ჩვენი საერთო სოლიდარობა საქართველოს მისწრაფებების მიმართ"- განაცხადა თორდის კოლბრუნმა.

მე მოვდივარ ძალიან პატარა ქვეყნიდან, რომელსაც ძალიან განსხვავებული ისტორია აქვს და ძალიან განსხვავებული გამოცდილება და განსხვავებული გზაზე ამ გზაზე. მაგრამ თავისუფლების ფასეულობები დემოკრატიის და კანონის უზენაესობის, არის ის რაც ფუნდამენტს ქმნის ჩვენს საერთო ღირებულებებზე, რასაც მოაქვს მშვიდობა და რაც ჩვენ ძალიან კარგად ვიცით. ჩვენ ვიყავით პატარა ერი რომელმაც გაიარა რთული გზა მაგრამ დღეს მე აქ ვარ იმის სათქმელად რომ თქვენ არ ხართ მარტო. თქვან გავქთ ჩვენი პატივისცემა"- თქვა თორდის კოლბრუნმა.

საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფი ესტონეთის, ლიეტუვისა და ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრები რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია-მსვლელობას შეუერთდნენ. დემონსტრანტებთან ერთად ფეხით გაიარეს რუსთაველის გამზირი და პარლამენტის წინ დამონტაჟებული სცენიდან მომიტინგეებს მიმართეს. 

აქციაზე შეკრებილებს ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მარგუს ცაჰკანმაც მიმართა: 

"მე ვარ აქ, რომ გაჩვენოთ ჩვენი საერთო სოლიდარობა საქართველოს მისწრაფებების მიმართ" - თქვა პარლამენტთან აქციაზე სიტყვით გამოსვლისას ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, თორდის კოლბრუნ რეიკფიორდ გილფადოტირმა. 

 

მსგავსი სიახლეები