ძალადობა რუსული კანონის მოწინააღმდეგეებზე - აშშ, EU და 15 ქვეყანა პასუხისმგებლობას ივანიშვილს და მის გარემოცვას აკისრებს
ძალადობა რუსული კანონის მოწინააღმდეგეებზე - აშშ, EU და 15 ქვეყანა პასუხისმგებლობას ბიძინა ივანიშვილს და მის გარემოცვას აკისრებს.
ამის შესახებ სენატისა და 15 ეროპული ქვეყნის საგარეო საქმეთა კომიტეტების თავმჯდომარეების ერთობლივ განცხადებაშია საუბარი.
ჩვენ არასოდეს მივატოვებთ ქართველ ხალხს, რომელმაც გაბედულად გამოავლინა თავისი მტკიცე ერთგულება დემოკრატიული ღირებულებებისადმი მშვიდობიანი წინააღმდეგობის გზით, და არ ვიყოყმანებთ პასუხისმგებლობა დავაკისროთ მათ, ვინც პასუხისმგებელნი არიან ამ რუსული სტილის კანონის მიღებასა და არაძალადობრივი დემონსტრანტებზე თავდასხმისთვის, ბიძინა ივანიშვილისა და მისი ახლობლების ჩათვლით. ქართველ ხალხს ვუცხადებთ: თქვენ მარტო არ ხართ".- წერია განცხადებაში.
აშშ-ის, EU-ის და 15 ევროპული ქვეყნა რუსულ კანონს ერთობლივი განცხადებით გმობენ.