თუ საქართველოში "უცხო ქვეყნის აგენტების" კანონი ამოქმედდება, ევროკავშირი შეაჩერებს გაწევრიანების პროცესს - Financial Times
"იმ შემთხვევაში, თუ საქართველოში "უცხო ქვეყნის აგენტების" კანონი ამოქმედდება, ევროკავშირი შეაჩერებს გაწევრიანების პროცესს" – ამის შესახებ Financial Times ევროკავშირის მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით წერს.
გავლენიანი გამოცემა აღნიშნავს, რომ ამ საკითხზე მათთან ევროკავშირის სამმა მაღალჩინოსანმა ისაუბრა.
"ჩვენ ძალიან გარკვევით ვთქვით, ეს შეაჩერებს პროცესს, საქართველოს ხელისუფლებამ იცის, თუ რა დევს ფსონზე". – ამბობს ევროკავშირის ერთ-ერთი წარმომადგენელი.
ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა ასევე განმარტა, რომ თუ კანონი ძალაში შევა, კომისია არ გასცემს საქართველოსთან გაწევრიანების საკითხზე მოლაპარაკების დაწყების რეკომენდაციას.