ყველანაირი ნიღაბი ჩამოხსნილია, "ოცნება" ღიად პრორუსულ ხელისუფლებად ჩამოყალიბდა - ქადაგიძე
ყველანაირი ნიღაბი ჩამოხსნილია, "ოცნება" ღიად პრორუსულ ხელისუფლებად ჩამოყალიბდა - ასე ეხმაურება ეროვნული ბანკის ყოფილი ხელემძღვანელი გიორგი ქადაგიძე შალვა პაპუაშვილის თავდასხმებს ევროპელ ლიდერებზე.
ქადაგიძე ამბობს, რომ ბალტიისპირეთის ქვეყნების მინისტრების რუსული კანონის საწინააღმდეგო მიტინგზე გაკეთებულ განცხადებებს, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარემ "ფარისევლობა და ქვეყნის აყირავების მცდელობა" უწოდა, სწორედ იმ ქვეყნის წარმომადგენლები არიან, როიმლებცი ყველაზე მეტად უდგანან ჩვენი ქვეყნის ევროპულ მისწრაფებებს მხარს.
"ქართული ოცნების" ლიდერები ყოველდღე სულ უფრო და უფრო კარგავენ სახეს. ძალიან საწყენი და სამწუხაროა, სავალალოც, როდესაც პარლამენტის თავმჯდომარე აქვეყნებს ტვიტებს და შემდეგ ევროპელი ლიდერები მას არაერთხელ სიცრუეში ადანაშაულებენ. რაც შეეხება მორიგ გამოცხადებას მტრად ჩვენი პარტნიორების, აქ უნდა განვმარტოთ რომ საუბარია ბალტიისპირეთის ქვეყნებზე, ჩვენს ყველაზე უფრო დიდ მეგობრებზე, საქართველოს ევროპული მისწრაფებების ყველაზე უფრო დიდ მხარდამჭერებზე, ყოველთვის ჩვენს გვერდზე არიან, მათ შორის არაღიარების პოლიტიკის ნაწილში, ადხმარების ნაწილშ. უბრალოდ ყველანაირი ნიღაბი ჩამოხსნილია, "ოცნება" ღიად პრორუსულ ხელისუფლებად ჩამოყალიბდა", - აცხადებს გიორგი ქადაგიძე.
პარლამენტის თავმჯდომარე ევროპელ ლიდერებს პროტესტში მონაწილეობის გამო აკრიტიკებს და მას ბრალ "ფარისევლობასა და ქვეყნის აყირავების" მცდელობაში სდებს.
სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ვრცელი წერილის შემდეგ, შალვა პაპუაშვილი მერე უკვე ბრიფინგიდან დაესხა თავს საქართველოს პარტნიორი ევროკავშირის წევრი ქვეყნების მინისტრებს.
არასწორი საქციელი, ძირის გამოთხრა და გარკვეული ჩრდილის მიყენება მეგობრობისთვის - ასე შეაფასება პარლამენტის თავმჯდომარემ 4 ევროპული ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის მისვლა რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე და საქართველოს ხალხის მიმართ ურყევი მხარდაჭერის გამოცხადება.