"ალბათ ზედმეტად დაკავებული იყავით" - როთი პაპუაშვილს

16.05.24 15:03
"ალბათ ზედმეტად დაკავებული იყავით" - როთი პაპუაშვილს

შალვა პაპუაშვილს კიდევ ერთი კრიტიკული წერილი წამოეწია - პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებებს, რომ უცხოელი მინისტრებისა და პოლიტიკოსების გამოსვლა ანტირუსულ აქციებზე, "ქვეყნის შიდაპოლიტიკურ საქმეებში ჩარევაა", გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე პასუხობს: 

“ძვირფასო სპიკერო, სამწუხაროდ თქვენ უარი თქვით თბილისში ჩვენთან შეხვედრაზე, ალბათ თქვენ ზედმეტად დაკავებული იყავით სასაუბროდ. მაგრამ, გთხოვთ ნუ იქნებით დაკავებულები მოუსმინოთ და ესაუბროთ  იმ ადამიანებს, რომლებიც ევროპული ღირებულებებისთვის იბრძვიან. მე გაკვირვებული ვარ, რატომ ცდილობს ახალგაზრდების დემონიზებას” - წერს როთი.

პარლამენტის თავმჯდომარე ევროპელ ლიდერებს თბილისში მიმდინარე აქციაზე სიტყვით გამოსვლის გამო აკრიტიკებს და მას ბრალ "ფარისევლობასა და ქვეყნის აყირავების" მცდელობაში სდებს.  

სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ვრცელი წერილის შემდეგ, შალვა პაპუაშვილი მერე უკვე ბრიფინგიდან დაესხა თავს საქართველოს პარტნიორი ევროკავშირის წევრი ქვეყნების მინისტრებს. 

არასწორი საქციელი, ძირის გამოთხრა და გარკვეული ჩრდილის მიყენება მეგობრობისთვის - ასე შეაფასება პარლამენტის თავმჯდომარემ 4 ევროპული ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის მისვლა რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე და საქართველოს ხალხის მიმართ ურყევი მხარდაჭერის გამოცხადება.

 

მსგავსი სიახლეები