"პაპუაშვილს და მოსკოვში კოსაჩოვს ერთი და იგივე ინსტრუქტორები ჰყავთ" - სამადაშვილი

16.05.24 15:38
"პაპუაშვილს და მოსკოვში კოსაჩოვს ერთი და იგივე ინსტრუქტორები ჰყავთ" - სამადაშვილი

"პაპუაშვილს და მოსკოვში კოსაჩვს ერთი და იგივე ინსტრუქტორები ჰყავთ" - ასე აფასებს "ლელოს" ერთ-ერთი ლიდერი სალომე სამადაშვილი შალვა პაპუაშვილის თავდასხმების სერიებს ევროკავშირის წევრი ქვეყნების მინისტრებზე.

სამადაშვილი თქმით, პარლამენტის თავმჯდომარე მოსკოვში დაწერილი ტექსტებით საუბრობს.

„სირცხვილია, როდესაც პაპუაშვილი პირდაპირ მოსკოვში დაწერილ გზავნილებს იმეორებს, ისე რომ ერთ სიტყვას არ ასწორებს... შეგიძლიათ ნახოთ რა თქვა მოსკოვში კოსაჩოვმა, ისევე როგორც პაპუაშვილმა ეს შეაფასა, როგორც რადიკალების მიტინგი და რადიკალების მიტინგზე გამოსვლა შეაფასა, როგორც ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევა, რადგან პაპუაშვილს და კოსაჩოვს ჰყავთ ერთი და იგივე ინსტრუქტორები", - ამბობს სალომე სამადაშვილი.

პარლამენტის თავმჯდომარე ევროპელ ლიდერებს თბილისში მიმდინარე აქციაზე სიტყვით გამოსვლის გამო აკრიტიკებს და მას ბრალ "ფარისევლობასა და ქვეყნის აყირავების" მცდელობაში სდებს.  

სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ვრცელი წერილის შემდეგ, შალვა პაპუაშვილი მერე უკვე ბრიფინგიდან დაესხა თავს საქართველოს პარტნიორი ევროკავშირის წევრი ქვეყნების მინისტრებს. 

არასწორი საქციელი, ძირის გამოთხრა და გარკვეული ჩრდილის მიყენება მეგობრობისთვის - ასე შეაფასება პარლამენტის თავმჯდომარემ 4 ევროპული ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის მისვლა რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე და საქართველოს ხალხის მიმართ ურყევი მხარდაჭერის გამოცხადება

მსგავსი სიახლეები