"დღეს სხვა დღეა..." - რიმა ბერაძე სოლოვიოვის სკანდალურ განცხადებაზე დასმული კითხვის პასუხად

17.05.24 15:20
"დღეს სხვა დღეა..." - რიმა ბერაძე სოლოვიოვის სკანდალურ განცხადებაზე დასმული კითხვის პასუხად

ვინ ელაპარაკებოდა ვლადიმერ სოლოვიოვს "ოცნებიდან" და რას საკითხებს ეხებოდა რუს პროპაგანდისტთან აღნიშნული საუბარი - მმართველი გუნდის დეპუტატმა, რიმა ბერაძემ ამ კითხვაზე პასუხადა, თქვა, რომ "დღეს სხვა დღეა" და ამ საკითხზე კომენტარს ვერ გააკეთებს.

დღეს არა, დღეს სხვა დღეა. გილოცავთ დღევანდელ დღეს"- ამბობს რიმა ბერაძე.

ვინ არიან ვლადიმერ სოლოვიოვთან პირდაპირ კავშირზე - ამ კითხვაზე დღეს პრემიერმა და პარლამენტის თავმჯდომარემაც დუმილი არჩია და "პირველების" კითხვებს არ უპასუხეს.

"ქართული ოცნება" ახალ სკანდალში გაეხვა. რუსეთის მთავარ პროპაგანდისტულ „პირველ არხზე", გადაცემის, „საღამო ვლადიმირ სოლოვიოვთან ერთად“ წამყვანმა პირდაპირ ეთერში განაცხადა, რომ პირდაპირ კავშირიზეა  ივანიშვილის პარტიის ლიდერებთან და თბილისიდან მას, როგორც პუტინის იდეოლოგს წინასწარ უყვებიან საქართველოს მთავრობის გეგმებზე.

ირკვევა, რომ ოცნების დეპუტატები კრემლს დაჰპირდენენ თბილისიდან რუსეთს იმ მოქალქეების გაძევებას, ვინც პუტინს საქართელოში გამოექცა.

მსგავსი სიახლეები