მანჯგალაძე: რა პოლიტიკური და მორალური უფლება აქვს ნამდვილი მტრის, გავრილოვის საქართველოში ჩამომყვანს, ჩვენი მტრისთვის ელარჯის მწელავს, ჩვენს პარტნიორებზე ამ ტონით საუბრობდეს?

17.05.24 18:28
მანჯგალაძე: რა პოლიტიკური და მორალური უფლება აქვს ნამდვილი მტრის, გავრილოვის საქართველოში ჩამომყვანს, ჩვენი მტრისთვის ელარჯის მწელავს, ჩვენს პარტნიორებზე ამ ტონით საუბრობდეს?

"რა პოლიტიკური და მორალური უფლება აქვს ნამდვილი მტრის, გავრილოვის საქართველოში ჩამომყვანს ჩვენს პარტნიორებზე ამ ტონით საუბრობდეს," - ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” გენერალურმა მდივანმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა

მანჯგალაძის თქმით, კალაძის დღევანდელი განცხადება მიუთითებს იმაზე, რომ ის ევროპელების განცხადებებმა გააღეზიანა სადაც ისინი ამბობდნენ, რომ თბილისი ევროპის დედაქალაქია.

კალაძის განცხადება, რომ ევროპელ მინისტრებს პანღურით გაყრიდა, პირველ რიგში არის აღიარებითი ჩვენება იმის, რომ ის ნამდვილად გაღიზიანდა ჩვენი პარტნიორების ნათქვამით, რომ თბილისი არის და იქნება ევროპის დედაქალაქი. 

და მეორე, რა პოლიტიკური და მორალური უფლება აქვს ნამდვილი მტრის, გავრილოვის საქართველოში ჩამომყვანს, ჩვენი მტრისთვის ელარჯის მწელავს, ლავროვის ოჯახის წევრებისთვის თაფლობის თვის მომწყობს ჩვენს პარტნიორებზე ამ ტონით საუბრობდეს?” - განაცხადა მანჯგალაძემ.

"ყველა განვითარებული ქვეყანა მოიქცეოდა ისე, რომ ხელს მოჰკიდებდა ამ საგარეო საქმეთა მინისტრებს და პანღურებით გაყრიდა ქვეყნიდან," - ამ განცხადებას თბილისის მერი კახა კალაძე აკეთებს.

 

მსგავსი სიახლეები