ჩვენს თანატოლებს სცემენ, ურეკავენ, ემუქრებიან და ამის მერე კობახიძე როგორ ბედავს, კონსტრუქციულ დიალოგში დავსხდეთ - სტუდენტები
სტუდენტები ირაკლი კობახიძესთან კონსტრუქციულ დიალოგში დასხდომას არ აპირებენ. ახალგაზრდების თქმით, იმ ფონზე, როდესაც ყოველდღე მათ და მათ თანატოლებს სცემენ, ურეკავენ, ემუქრებიან და აგინებენ, შეუძლებელია დიალოგზე საუბარი.
ყოველდღე, ჩვენს თანატოლებს, ჩვენს მოქალაქეებს სახლთან უსაფრდებიან, სცემენ. ყოველდღე, ყოველრამე გვირეკავენ და გვაგიგინებენ, ჩვენს ოჯახის წევრებს ურეკავენ და ემუქრებიან, პატარა ბავშვებს ურეკავენ და მშობლების ლიკვიდაციით ემუქრებიან და ამის შემდეგ კობახიძე ბედავს და ამბობს, რომ კონსტრუქციულ დიალოგში დავსხდეთ და ვისაუბროთო. ვის სჯერა საერთოდ მაგის?", - ამბობს რუსული კანონის მოწინააღმდეგე ახალგაზრდა.
კობახიძის მიერ ჩვენთან შემოთავაზებას არანაირი აზრი არ აქვს, ეს დროის გასაყვანად სჭირდება და ერთგვარი ქოცური, ტაქტიკური სვლაა", - ამბობს სტუდენტი.
კობახიძემ გუშინ გავრცელებულ წერილში განაცხადა: თავაზობ აქციებში მონაწილე ახალგაზრდებს, გამოყონ 10-მდე წარმომადგენელი, რომელთანაც გავმართავ საჯარო დისკუსიას - შეგიძლიათ დისკუსიას დაასწროთ 2-3 არაახალგაზრდაც, რომელსაც თქვენ ავტორიტეტულ ექსპერტად განიხილავთ.
ასეევ, ცნობისთვის, ოტა ხნის წინ უკიდურესად იყო დაძაბული ვითარება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეორე კორპუსთან, სადაც ამ წუთებში ირაკლი კობახიძე ლექციას ატარებს.
პრემიერის დაცვის სადარაჯოზე მყოფმა "ოცნების" პარტაქტივმა ახალგაზრდები სცემა (ვიდეო)