პრემიერის დუმილი - კობახიძემ თსუ ისე დატოვა, რომ სტუდენტების ცემაზე ერთი სიტყვაც არ უთქვამს

18.05.24 13:03
პრემიერის დუმილი - კობახიძემ თსუ ისე დატოვა, რომ სტუდენტების ცემაზე ერთი სიტყვაც არ უთქვამს

 

 

 

პრემიერ-მინისტრის დუმილი ძალადობაზე - ირაკლი კობახიძემ, გაძლიერებული დაცვით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ისე დატოვა, რომ რუსული კანონის მოწინაღმდეგ სტუდენტების ცემაზე ერთი სიტყვაც კი არ უთქვამს. პრემიერს ჭავჭავაძის გამზირზე დღეს პოლიცია და "ოცნების" პარტაქტივი მიაცილებდა.

ჯერ რუსული კანონის მოწინააღმდეგე ახალგაზრდებს ფიზიკურად გაუსწორდნენ, ურტყეს წიხლეები და აგინეს, ბოლოს კი რუსული კანონის მომხრე პრემიერს უსაფრთხო დერეფანი გაუკეთეს.

პოლიციას უნივერსიტეტთან მომხდარ ფიზიკურ ანგარიშსწორებაზე საქმე არ აღუძრავს, მეტიც, თსუ-სთან მობილიზებული სამართლალდამცველები "პირველებთან" ამბობენ, რომ არაფერი არ დაუნახავთ და ვერ ხვდებიან რა დაპირისპირებაზეა საუბარი.

რა თავდასხმაზე საუბრობთ, არაფერი არ მინახავს", - ამბიბს პოლიციელი"

სტუდენტების დიდი ნაწილი ბოიკოტის რეჟიმზეა გადასული, თუმცა "ოცნების" პარტიული აქტივი ამტკიცებს, რომ დღეს პრემიერი ლექტორის ლექცია არავის გაუცდენია და ლექციიდან ვიდეოსაც კი ავრცელებენ, თუმცა კობახიძის სტუდენტები აცხადებენ, რომ მათ პრემიერმა ლექციაზე "ოცნების" პარტაქტივი დასვა და ასე შეავსო აუდიტორია.

"როცა ლექცია აქვს, წინა ხაზზე მისი ნდობით აღჭურვილი სტუდენტები უზის. ყველა კარგად ხედავს, რომ ირაკლი კობახიძეს არანაირი პატივისცემა არ აქვს უნივერსიტეტში. ლექტორისთვის ყველაზე სამარცხვინოა, რომ დაცვის გარეძე მას არ შეუძლია უნივერსიტეტში გადაადგილება", - ამბობს სტუდენტი.

ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ უკიდურესად იყო დაძაბული ვითარება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეორე კორპუსთან - პრემიერის დაცვის სადარაჯოზე მყოფმა "ოცნების" პარტაქტივმა ახალგაზრდები სცემა (ვიდეო)

მსგავსი სიახლეები