ვეტო იძლევა შემდგომი დაფიქრების მომენტს - შარლ მიშელი

18.05.24 20:34
ვეტო იძლევა შემდგომი დაფიქრების მომენტს - შარლ მიშელი

ვეტო იძლევა შემდგომი დაფიქრების მომენტს - ასე ეხმაურება ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი საქართველოს პრეზიდენტის მიერ რუსული კანონისთვის დადებულ ვეტოს.

მისი თქმით,  ეს არის შესაძლებლობა, რომელიც ქართველმა პოლიტიკოსებმა უნდა გამოიყენონ და საქართველო უნდა დარჩეს ევროპულ კურსზე: 

"პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ვეტო გამჭვირვალობის კანონზე იძლევა შემდგომი დაფიქრების მომენტს. დღევანდელი ფორმით - კანონი არ შეესაბამება ევროკავშირის ღირებულებებსა და გზას.

მოვუწოდებ საქართველოს ყველა პოლიტიკოსს და ლიდერს, კარგად გამოიყენონ ეს შესაძლებლობები და უზრუნველყონ საქართველო დარჩეს ევროპულ კურსზე, რომელსაც მოსახლეობა მხარს უჭერს.

მე ყურადღებით ვაკვირდები საქართველოში განვითარებულ მოვლენებს" - წერს შარლ მიშელი.

სალომე ზურაბიშვილმა რუსულ კანონს ვეტო დაადო. 

"ეს კანონი უნდა გაუქმდეს"- თქვა რადენიმე წუთის წინ სალომე ზურაბიშვილმა. 

 

მსგავსი სიახლეები