ევროსაბჭოს ექსპერტები: არ არსებობს დასაბუთება, რომ ეს კანონი შეესაბამება ევროპულ სტანდარტებს

20.05.24 14:33
ევროსაბჭოს ექსპერტები: არ არსებობს დასაბუთება, რომ ეს კანონი შეესაბამება ევროპულ სტანდარტებს

" არ არსებობს ამ კანონის სასარგებლო არგუმენტი, რომელიც შეესაბამება ევროპულ და საერთაშორისო სტანდარტებს" - ამის შესახებ ევროსაბჭოს ექსპერტთა საბჭო წერს. 

საბჭო რუსულ კანონზე 25-გვერდიან დასკვნას აქვეყნებს და მიუთითებს, რომ „არ არსებობს დასაბუთება, რომლითაც ის შეესაბამება ევროპულ და საერთაშორისო სტანდარტებს”.

ექსპერტთა საბჭო მიუთითებს, რომ მასში არის ასპექტები, რომლებიც გაურკვეველია, იმასთან დაკავშირებით, განიხილება თუ არა სესხები შემოსავალად.

ექსპერტთა საბჭო წერს, რომ იმ შემთხვევაშიც კი, თუ დავუშვებთ, რომ არსებობს იმ სუბიექტების გამჭვირვალობის საჭიროება, რომელსაც კანონი ეხება, ის მაინც შეუსაბამოა აზრთან, რომ შეზღუდვები გავლენას მოახდენს გაერთიანებების თავისუფლებაზე, რაც აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში.

კანონით გათვალისწინებული შეზღუდვები განურჩევლად მოქმედებს სუბიექტებზე.

დამატებით, კანონის ძალაში შესვლამდე მიღებული შემოსავლის სავარაუდო ჩართვა აშკარად თვითნებურია, რადგან სუბიექტები ვერ გაექცევიან რეგისტრაციის ვალდებულებას მაშინაც კი, თუ შემდგომში უცხოური წყაროებიდან მიღებული შემოსავალი მათი მთლიანი შემოსავლის 20%-ზე ნაკლები იქნება.

მეტიც, კანონი რეგისტრაციის და ფინანსური დეკლარაციის ვალდებულებას აწესებს მაშინაც, როცა შემოსავლის წყაროს შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნება შეიძლება გამოქვეყნებულ იქნას ამა თუ იმ სუბიექტის ვებსაიტზე, რასაც ისინი უკვე აკეთებენ.

ასევე, კანონის მრავალი დებულება ავალდებულებს სუბიექტებს, გასცენ პერსონალური ინფორმაცია, რასაც არავითარი კავშირი არ აქვს გამვირვალობასა და უცხო ქვეყნებიდან მიღებულ შემოსავლებთან.

დამატებით, კანონი დააწესებს მონიტორინგის უფლებამოსილებას, რომელიც თავისი ფარგლებით იქნება ძალიან ვრცელი და გავლენას მოახდენს ყველა სამოქალაქო ორგანიზაციაზე – არა მხოლოდ მათზე, რომლებიც ამ კანონით უნდა განიხილებოდეს, როგორც ორგანიზაციები, რომლებიც უცხო სახელმწიფოს ინტერესების გამტარები არიან. ეს მონიტორინგი ზედმეტად ინვაზიური იქნება მისი დიაპაზონით და სიხშირით.

კანონი აწესებს ჯარიმებს, რომელთა ოდენობაც აშკარად გადაჭარბებულია რეგულატორის მიზნებისთვის. 

ამდენად, კანონის მოთხოვნათა არაპროპორციული ხასიათი აუცილებლად გამორიცხავს მათ დასაშვებობას ნებისმიერი ლეგიტიმური მიზნისთვის.

კანონის მიზნის ლეგიტიმურობა თავისთავად კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, რადგან მის დებულებებში არაფერია, რომელიც გაამყარებს მოსაზრებას, რომ მიზანშეწონილია გარკვეული სუბიექტების რეგულირება მხოლოდ მათი შემოსავლის წყაროდან გამომდინარე, მიუხედავად იმ საქმიანობის ბუნებისა, რომლებსაც ისინი ახორციელებენ.

კანონის დასაბუთების ამ სისუსტეს ემატება ის, რომ ის აუცილებლად გამოიწვევს სუბიექტების გაუმართლებელ სტიგმატიზაციას იმის მტკიცებით, რომ ისინი ახორციელებენ უცხო სახელმწიფოს ინტერესებს მხოლოდ მათი შემოსავლის ზოგიერთი წყაროს გამო. მსგავსი რამ არ არის გამართლებული, რადგან ის უგულებელყოფს ამ საქმიანობის შესაბამისობას როგორც საქართველოს კანონსა და კონსტიტუციასთან, ასევე იმ საერთაშორისო ვალდებულებებთან, რომლებიც თავად საქართველომ აიღო.

რომ შევაჯამოთ: არ არსებობს ამ კანონის სასარგებლო არგუმენტი, რომელიც შეესაბამება ევროპულ და საერთაშორისო სტანდარტებს", - წერია დოკუმენტში. 

მსგავსი სიახლეები