"კითხვა აღარ დგას, არის თუ არა ერთიანობა საჭირო" - რას ფიქრობს ხოშტარია ოპოზიციის ერთიან სიაზე?

21.05.24 23:03
"კითხვა აღარ დგას, არის თუ არა ერთიანობა საჭირო" - რას ფიქრობს ხოშტარია ოპოზიციის ერთიან სიაზე?

რას გეგმავს ოპოზიცია? - ელენე ხოშტარია ამბობს, რომ რაც შეიძლება მალე ოპოზიციურმა პარტიებმა კონკრეტული გეგმა უნდა წარუდგინოს საზოგადოებას, როგორ ესმით მათ ერთობა და რა მთავარი საკითხებია მოსაგვარებელი.

ხოშტარიას თქმით, შემოდგომის არჩევნები არის რეფერენდუმი - არჩევანი დასავლეთსა და რუსეთს შორის. შესაბამისად, ხოშტარიას თქმით, ამომრჩეველი ინფორმირებული უნდა იყოს ოპოზიციის გეგმებთან დაკავშირებით.

„ერთიანი სია არა რომელიმე ნომრის, პარტიის, ადამიანის გარშემო, არამედ რა უნდა გავაკეთოთ სწრაფად, რომ დავაბრუნოთ ევროკავშირი და არჩევნები, ამის გარშემო ერთიანი სია,“ - ამბობს ხოშტარია და აზუსტებს, რომ საერთო პროდასავლური ალტერნატივა უნდა შესთავაზონ საზოგადოებას.

კითხვა აღარ დგას, არის თუ არა ერთიანობა საჭირო - ეს არ არის არჩევნები, ეს არის რეფერენდუმი - რუსეთი - დასავლეთი - შესაბამისად, რეფერენდუმზე, სადაც ბრძოლის წესები არ არსებობს, არის აგრესია, ძალის დემონსტრირება, ერთობის გარეშე უბრალოდ საზოგადოების, ისტორიის მოტყუება იქნება, შენ რომ თქვა, რომ რომელიმე პოლიტიკური ძალა საკმარის სიძლიერეს ასხივებს. საზოგადოებაში ეს ერთობა ძალიან ძლიერი არის, მე ვფიქრობ, ამ ერთობას უნდა ასხივებდეს ოპოზიცია.
რისთვის არის საჭირო ერთობა - ამ ერთობის ამოცანა უნდა იყოს, რომ ყველა შიში თუ კითხვის ნიშანი საზოგადოებაში გააქროს - ეს შიში რა შეიძლება იყოს, პირველი, ხომ არ ვბრუნდებით, წარსულში - ეს შიში ლეგიტიმურია, მე პირდაპირ ვიტყვი, რომ ამ შიშს არ ჰქვია სახელი - უბრალოდ ნაციონალური მოძრაობა, ან 5 ნომერი და მე ნამდვილად არ მინდა, რომ დავიყვანოთ „ოცნების“ რიტორიკამდე...
იმ ამომრჩეველს, რომელსაც ლეგიტიმური, სწორი შიში აქვს, ხომ არ არის ეს ის მომენტი, როდესაც ოპოზიცია ხედავს, რომ მაინც ოპოზიციას მივცე ხმა, ხომა რ უნდა რომ წამართვას და ძალაუფლებას ჩაებღაუჭოს და ამ კითხვაზე ჩვენ უნდა გავცეთ ძალიან სერიოზული, დამზღვევი უნდა იყოს იმ ერთობაში, რომელსაც შევთავაზებთ. ეს არ უნდა იყოს, უბრალოდ 5 ნომრის გარშემო გაერთიანება, ბელადის გარშემო გაერთიანება. ეს უნდა იყოს კონკრეტული, ხმამაღალი, პარტნიორებთან, საზოგადოებასთან, მსგავსი განაცხადი უნდა იყოს - რის გასაკეთებლად მოდის ეს ერთობა: მგონია, რომ არის პირველ რიგში, 9 პუნქტის განხორციელების დაწყება პირველ რიგში და სამართლიანი არჩევნების მომზადება - ეს უნდა იყოს მანდატი, რაზეც ხელი უნდა მოვაწეროთ ყველამ წინასწარ,“ - ამბობს ელენე ხოშტარია.

მანამდე, "ლელოს" ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ თქვა, რომ "ლელო" არჩევნებისთვის "ნაციონალურ მოძრაობასთან" ერთიანი სიის შექმნის იდეას არ ემხრობა და პარტიისთვის უმნიშვნელოვანესია ალტერნატიული ცენტრის შექმნა.

„ქართველი ხალხის დაკვეთაა კოალიციური მთავრობა, ამას ვერ გაექცევა ვერცერთი პოლიტიკური პარტია,“ - ეს განცხადება „რეაქციაში“ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა გააკეთა.

მსგავსი სიახლეები