ვენეციის კომისიამ დასკვნა გამოქვეყნებამდე "ოცნებას" გაუგზავნა - მთავრობისგან არცერთი შენიშვნა არ მიგვიღია

22.05.24 17:22
ვენეციის კომისიამ დასკვნა გამოქვეყნებამდე "ოცნებას" გაუგზავნა - მთავრობისგან არცერთი შენიშვნა არ მიგვიღია

 

 

 

ვენეციის კომისიის მიერ დასკვნის გამოქვეყნებამდე დოკუმენტი საქართველოს მთავრობას გადაეგზავნა - ვენეციის კომისიის წარმომადგენელი, საერთაშორისო სამართლის ექსპერტი, ვერონიკა ვილკოვა, რომელიც ერთ-ერთია იმ ექსპერტთა ჯგუფის წევრებს შორის, რომელიც ამ კანონპროექტზე მუშაობდა "პირველებთან" ამბობს, რომ "ოცნების" მთავრობას კომისიის მისამართით არც ერთი შენიშნვნა არ ჰქონია "ფაქტობრივი უზუსტობების შესახებ",  ამიტომაც ვილკოვასთავის გაუგებარია, რა არის არასწორი ან არაზუსტი კომისიის დასკვნაში.

ჩვეული სტანდარტია. როცა ვენეციის კომისია დასკვნას მოამზადებს, მის გამოქვეყნებამდე ეროვნულ მთავრობას უგზავნის. იმის დასადგენად, არის თუ არა რაიმე არასწორი. შეცდომას ვერ დავარქმევ, უფრო უზუსტობების გამოსწორებას ემსახურება. ახლაც ასე მოხდა, მაგრამ ჩვენ არ მიგვიღია რაიმე კომენტარი საქართველოს ხელისუფლებისგან ფაქტობრივი უზუსტობების შესახებ. რთულია რაიმე ითქვას მტკიცებაზე, რომ თითქოს დოკუმენტი არასწორ ინფორმაციას შეიცავს, რადგან თუ ასეთი რამ ითქვა, ჩემთვის უცნობია, რა არის არასწორი ან არაზუსტი", - ამბობს ვილკოვა.

პირველი პასუხი "ქართულ ოცნებას" - ექსკლუზიური ინტერვიუ ვენეციის კომისიის წარმომადგენელთან ნახეთ აქ.

ვენეციის კომისია ხელისუფლებას კატეგორიულად ურჩევს, რომ რუსული კანონი გააუქმოს - ამის შესახებ ვენეციის კომისიის დასკვნაშია ნათქვამი.

დასკვნაში საუბარია, რომ კანონი მნიშვნელოვან პრობლემას უქმნის ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს, გამოხატვის თავისუფლებას და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას.

ვენეციის კომისიას "ქართულ ოცნებაში" უპასუხეს - მმართველი გუნდის დეპუტატმა სალომე ქურასბედიანმა პარტიის ოფისში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე ვენეციის კომისია გააკრიტიკა.

მსგავსი სიახლეები