"ისტორიაში შავი ასოებით ჩაიწერება" - ხაბარელის პასუხი აშშ-ის

24.05.24 13:08
"ისტორიაში შავი ასოებით ჩაიწერება" - ხაბარელის პასუხი აშშ-ის

 

 

აშშ-ის მხრიდან დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრის გამო სანქციებს "ქართულ ოცნებაში" მწვავე კრიტიკით პასუხობენ.

ერთ-ერთი შოთა ხაბარელია, რომელიც თვლის, რომ ისტორიაში "შავი ასოებით" ჩაიწერება სანქციების დადება იმ ადამიანებისთვის, ვინც რუსულ კანონს მხარს უჭერს.

ისტორიაში შავი ასოებით ჩაეწერება იმის გამო, რომ საქართველო იღებს გამჭვირვალეობის შესახებ კანონს და ამის გამო სანქციებს უკეთებენ, ვინც ამას აძლევს ხმას,“ - ამბობს შოთა ხაბარელი.

აშშ რუსულ კანონზე პასუხისმგებელ პირებს სავიზო შეზღუდვებს უწესებს. ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოსთან ორმხრივი თანამშრომლობის გადახედვას დღეიდან იწყებს. ამის შესახებ სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა.

როგორი რეაქცია ჰქონდათ საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს აშშ-ის სანქციებზე:

მსგავსი სიახლეები