"რა ოჯახის წევრებზე, მე და ჩემი მეუღლე ვართ, რაც იქნება, იქნება" - ირაკლი მეძმარიაშვილის პასუხი აშშ-ს

24.05.24 13:14
"რა ოჯახის წევრებზე, მე და ჩემი მეუღლე ვართ, რაც იქნება, იქნება" - ირაკლი მეძმარიაშვილის პასუხი აშშ-ს

 

 

"ისწავლეს ჩემებმა საქართველოში და ბედნიერები არიან... რა ოჯახის წევრებზე, მე და ჩემი მეუღლე ვართ, რაც იქნება, იქნება," - ასეთია რუსული კანონის მხარდამჭერი ირაკლი მეძმარიაშვილის პასუხი აშშ-ის მხრიდან სანქცირებაზე.

მეძმარიაშვილი ამბობს, რომ სანქციები ჯერ ამოქმედებული არ არის, რაც შეეხება აშშ-სთან სტარტეგიული პარტნიორობის შესაძლო გადახედვას, ამბობს, რომ ეს არ მოხდება. 

სანამ სანქციებს დააწესებენ, სანამ ეს ყველაფერი იქნება, არის საკმაო დრო, მოდი, მერე ვილაპარაკოთ. რა ოჯახის წევრებზე, მე და ჩემი მეუღლე ვართ, რაც იქნება, იქნება. 
ისწავლეს ჩემებმა საქართველოში და ბედნიერები არიან. სტრატეგიული ურთიერთობა, არავინ უარს ეუბნება მაგაზე, ღიები და გახსნილები ვართ. არ გადაიხედება,“ - ამბობს ირაკლი მეძმარიაშვილი.

აშშ რუსულ კანონზე პასუხისმგებელ პირებს სავიზო შეზღუდვებს უწესებს. ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოსთან ორმხრივი თანამშრომლობის გადახედვას დღეიდან იწყებს. ამის შესახებ სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა.

როგორი რეაქცია ჰქონდათ საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს აშშ-ის სანქციებზე:

 

მსგავსი სიახლეები