მდინარაძე პრეზიდენტის ინიციატივას „ლოკალური ომის ქარტიას" უწოდებს

26.05.24 23:04
მდინარაძე პრეზიდენტის ინიციატივას „ლოკალური ომის ქარტიას" უწოდებს

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე სალომე ზურაბიშვილის ინიციატივას „ლოკალური ომის ქარტიას” უწოდებს.

რუსული კანონის მხარდამჭერი მდინარაძე ამტკიცებს, რომ პრეზიდენტმა „მიღებული დავალების შესაბამისად წარადგინა არა ქართული, არამედ ლოკალური ომის ქარტია”.

„რომლის მიხედვითაც ხალხმა ხმა ნაცებს უნდა მისცეს იმ დაპირებით, რომ ხალხი ხმას ნაცებს, ომს და ბოროტებას კი არა, ევროპას აძლევს. არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში ნაცები ნამდვილ დემოკრატიულ და ევროპულ რეფორმებს ზუსტად ერთ წელში მორჩებიან და ამის შემდეგ კვლავ ჩაატარებენ ახალ, ათასჯერ დემოკრატიულ და უაღრესად გამჭვირვალე არჩევნებს.

გაწმენდენ უწყებებს ხალხის მტრებისგან, ხოლო დროებით მთავრობას პოლიტიკოსებს არ გააკარებენ. გეგმა კი თავის მხრივ ევროკავშირის წევრობას უზრუნველყოფს. წარმოუდგენელია, ეჭვი შეიტანო რომელიმე სიტყვაში”. – წერს მამუკა მდინარაძე. 

სალომე ზურაბიშვილმა პოლიტიკურ პარტიებს „ქართული ქარტიის” ხელმოწერა და მის ირგვლივ შეჯერება შესთავაზა.

 ასევე ნახეთ: 

მსგავსი სიახლეები