"გირჩი" "ქართულ ქარტიას" ხელს არ მოაწერს - რა არგუმენტი აქვს ხვიჩიას

27.05.24 11:29
"გირჩი" "ქართულ ქარტიას" ხელს არ მოაწერს - რა არგუმენტი აქვს ხვიჩიას

"გირჩი" პრეზიდენტის ინიცირებულ დოკუმენტს "ქართულ ქარტიას" ხელს არ მოაწერს, ამის შესახებ "პირველებს" იაგო ხვიჩიამ განუცხადა. როგორც ხვიჩია ამბობს, საჭიროდ არ თვლიან დოკუმენტზე ხელმოწერას.

ხელის მოწერას ასრ ვაპირებთ, მაგრამ მხარს ვუჭერთ. ახლა გავეცანით ამ დოკუმენტის შინაარს, ახლა ვემზადებით, რომ დისკუსიებში მივიღოთ მონაწილეობა, მაგრამ საქმე, რასაც პრეზიდენტი აკეთებს, რომ გააერთიანოს ჩვენი კოლეგები, არის სწორი და მივესალმებით. (რატომ არ უერთდებით?) იმიტომ, რომ ვიცით, რომ ქვეყანაში არსებობს სამი პოლიტიკური აზრი - ქოცების, ნაცების და ჩვენი და ეს დოკუმენტიც ამ აზრის სისრულეში მოსაყვანად არის შექმნილი და ის არ ითვალისწინებს, ისევე, როგორც ჩვენი გეგმა, რომ ჩვენ შევიდეთ რომელიმე პარტიაში. არ არის საჭირო ჩვენი ხელმოწერა აქ, საჭირო არის ხელი მოაწერონ იმ პარტიებმა, რომლებმაც გამოთქვეს თანამშრომლობის და ამით ის ხმები, რომელიც ოპოზიციურია და შეიძლება დაიკარგოს, ამის რისკი გაქრება,“ - ამბობს იაგო ხვიჩია.

ცნობისთვის, პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა სამოქმედო გეგმა - "ქართული ქარტია" წარადგინა და პოლიტიკურ პარტიებს მის ირგვლივ შეჯერება შესთავაზა. 

რა ბედი ელის პროკურატურას, შინაგან საქმეთა სამინისტროს და სუსს? - რა წერია პრეზიდენტის „ქართულ ქარტიაში".
 

მსგავსი სიახლეები