"ამ ადამიანის საცოდაობით დავიწვი" - "ოცნება" გიორგი მსხილაძეზე იერიშს აგრძელებს
იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე რუსულ კანონთან დაკავშირებით პრეზიდენტის ვეტოს დაძლევის შემდეგ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანზე შეტევა ისევ გაგრძელდა. როგორც საპარლამენტო უმრავლესობამ, ისე თბილისის მერმა იერიში მიიტანეს გიორგი მსხილაძეზე და მის მიმართ დამამცირებელი შეაფსებების გამოყენებით სცადეს დაკნინება.
ამ ადამიანის საცოდაობით დავიწვი და კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ეს არის ნამდვილად შეურაცხმყოფელი ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის მიმართ. ადამიანი, რომელსაც პრეზიდენტის წარმომადგენელი ჰქვია, მიდის პარლამენტში და ამბობს, რომ არ ვაპირებ პუნქტობრივ განხილვაზე. კითხვაზე, რატომ არის პრობლემური, მივიღეთ ერთი პასუხი, "იმიტომ". ეს არის საზოგადოების მასხრად აგდების მცდელობა,“ - ამბობს კახა კალაძე.
არის მხოლოდ ლოზუნგები, არის მხოლოდ ის გზავნილები, რომელიც შეიმუშავა რადიკალურმა ოპოზიციამ და ლობისტებმა და ხდება ამის გამეორება მრავალჯერ, რომ როგორმე ჩაიკეტოს სივრცე დისკუსიისთვის,“ - ამბობს თალაკვაძე.
პრეზიდენტის წარმომადგენელი იყო ისეთივე ლოგიკურობისგან და შინაარსისგან დაცლილი, როგორც თავად ის, ვისაც ის წარმოადგენს,“ - ამბობს წილოსანი.
კამათი, დაპირისპირება და შეურაცხმყოფელი განცხადებები იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე - საპარლამენტო უმრავლესობის წევრები თავს დაესხნენ და იერიში მიიტანეს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანზე გიორგი მსხილაძეზე:
- მიჩურინის ვაშლის სცენა, "ერთი და იგივე ფრაზაზე ჩაიხვიეთ", "შემომხედე კარგად, არავის გავუტარებთ" - შეურაცხმყოფელი გზავნილები პარლამენტში
- გააზრებული გაქვთ თუ არა, რომ წარმოადგენთ ფაქტობრივ მეხუთე კოლონას თუ უჩას კადრების ეფექტია? - წილოსანი მსხილაძეს
- ღუდუშაური მსხილაძეს - ალბათ, დაწერილი კარგად არ გქონდათ წაკითხული, წაკითხვაც გაგიჭირდათ