საჭიროა, ვეტო საქართველოს პრეზიდენტმა წარმოადგინოს - თამარ კორძაია
"საჭიროა, რომ ეს ვეტო წარმოადგინოს საქართველოს პრეზიდენტმა, ეს სიმაღლე უნდა იყოს ამ პარლამენტში ხვალ შენარჩუნებული" - ამის შესახებ "პირველებთან" დეპუტატი თამარ კორძაია საუბრობს.
კორძაიას თქმით, პრეზიდენტი ხვალ უნდა მივიდეს პარლამენტში და ვეტო პლენარულ სხდომაზე სწორედ მან წარადგინოს.
სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ქვეყნის მომავლის შესანარჩუნებლად ეს ვეტო საქართველოს პარლამენტში წარმოაჩინოს საქართველოს პრეზიდენტმა. ეს იქნება მისი პასუხი პარტნიორებთან მიმართებაში, რადგან პირველი აქცენტი, რაზეც ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები აკეთებენ, ეს ვეტო არ უნდა დაიძლიოს და გაზიარებულ იქნას, ამისთვის საჭიროა, რომ ეს ვეტო წარმოადგინოს საქართველოს პრეზიდენტმა, ეს სიმაღლე უნდა იყოს ამ პარლამენტში ხვალ შენარჩუნებული,“ - ამბობს კორძაია.
იურიდიულმა კომიტეტმა პრეზიდენტის ვეტო რამდენიმე სააათის წინ დაძლია - რჩება პლენარული სხდომა, რომელიც ხვალ დილით გაიმართება.
წინასწარ გაკეთებული განცხადების მიხედვით, "ქართული ოცნება" პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას აპირებს.
პლენარული სხდომის პარალელურად, საკანონმდებლო ორგანოსთან რუსული კანონის მოწინააღმდეგეები შეიკრიბვებიან. აქცია უკვე დაანონსდა.