"მე, ენმ-სთან ერთად, მივესალმები პრეზიდენტის დროულ ინიციატივას" - მიხეილ სააკაშვილი "ქართულ ქარტიაზე"

27.05.24 21:12
"მე, ენმ-სთან ერთად, მივესალმები პრეზიდენტის დროულ ინიციატივას" - მიხეილ სააკაშვილი "ქართულ ქარტიაზე"

"მე, ენმ-სთან ერთად, მივესალმები პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის დროულ ინიციატივას", - წერს მიხეილ სააკაშვილი და პრეზიდენტის "ქართულ ქარტიას" იწონებს. 

"მე, “ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან” ერთად, მივესალმები პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის დროულ ინიციატივას, ისევე როგორც, ნებისმიერ ინიციატივას, რომელიც დაგვაახლოებს და გაგვაერთიანებს", - აღნიშნავს მიხეილ სააკაშვილი. 

ცნობისთვის, პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა სამოქმედო გეგმა - "ქართული ქარტია" წარადგინა და პოლიტიკურ პარტიებს მის ირგვლივ შეჯერება შესთავაზა. 

პრეზიდენტის „ქართულ ქარტია“ - ცნობილია, რომელი პარტიები უერთდებიან სალომე ზურაბიშვილის ინიციატივას.

 

მსგავსი სიახლეები