რომელი პარტიები უერთდებიან პრეზიდენტის „ქართულ ქარტიას“
პრეზიდენტის „ქართულ ქარტია“ - რომელი პარტიები უერთდებიან სალომე ზურაბიშვილის ინიციატივას?
უკვე ცნობილია, რომ "ლელო" პრეზიდენტის შეთავაზებულ გეგმას შეუერთდება.
პრეზიდენტის მიერ ინიციირებულ “ქართულ ქარტიას”“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” უერთდება.
ქარტას ხელს მოაწერს პარტია "ახალი"
პრეზიდენტის ინიციატივას დადებითად აფასებს „ევროპული საქართველოს ლიდერი გიგა ბოკერია. მისი თქმით, ყველა პასუხისმგებელი პოლიტიკური ძალა უნდა შეუერთდეს ამ გზავნილს.
პრეზიდენტის ინიციატივა მოსწონთ „გირჩსა“ და „დროას“, ორივე პარტია ხელს აწერს “ქართულ ქარტიას”.
"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი გიორგი ვაშაძე პრეზიდენტის შეთავაზებულ "ქართულ ქარტიას" მიესალმება. ოპოზიციონერი ლიდერი ფირქობს, რომ გამარჯვების მიღწევა სწორედ დიდი ერთიანობით არის შესაძლებელი.
საქართველოს პრეზიდენტმა 26 მაისს სიტყვით გამოსვლისას "ქართული ქარტია" წარადგინა, რომლის ფარგლებშიც მან პროევროპულ ოპოზიციურ პარტიებს თანამშრომლობა შესთავაზა.
რა წერია ქართულ ქარტიაში – სრული დოკუმენტი ნახეთ აქ
მასალა განახლდება