აზრი არ აქვს ანაკლიის პორტის აშენებას, მაგიტომ არ დებენ ფულს ის ჩვენი მეგობრები - კვიჟინაძე
აზრი არ აქვს მაგ პორტის აშენებას, მაგიტომ არ დებენ ფულს ის ჩვენი მეგობრები - ამის შესახებ "ოცნების" დეპუტატმა პაატა კვიჟინაძემ განაცხადა.
კვიჟინაძე ამტკიცებს, რომ ამერიკული და ევროპული კომპანიები ამ პროექტით არ დაინტერესდებოდნენ, იმიტომ, რომ ანაკლიის პორტს ჩინური ტვირთის გარეშე არავითარი აზრი არ აქვს.
სამწუხაროდ, ამერიკული და ევროპული კომპანიები არ შემოვიდნენ, არც არასოდეს ყოფილან და სწორადაც შვებოდნენ, ჩემი აზრი თუ გაინტერესებთ, იმიტომ, რომ ანაკლიის პორტს არ აქვს არავითარი აზრი ჩინური ტვირთის გარეშე. ჩვენ თუ გვინდა 100 მილიონიანი პორტი, რაზედაც ვსაუბრობთ, მაშინ აქ უნდა წამოვიდეს ჩინური ტვირთი. რატომ? იმიტომ რომ ჩინეთი ევროპასთან ვაჭრობს 780 მილიარს. ამიტომ, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ჩინეთი იმ კუთხით, რომ ისინი პრაქტიკულად შუააზიის ყველაზე დიდი ინვესტორები არიან და ყველაზე დიდი გავლენის მქონე ამ რეგიონში. ამიტომ ეს არის სტაბილურობა და გარანტირებული ტვირთი, რომლის პრობლემაც იყო. აზრი არ აქვს მაგ პორტის აშენებას, მაგიტომ არ დებენ ფულს ის ჩვენი მეგობრები", - ამბობს პაატა კვიჟინაძე.
საქართველოს მთავრობამ ანაკლიის პორტი, სავარაუდოდ, არაერთ კორუფციულ სკანდალში გახვეულ კომპანიას გადასცა.
ანაკლიის პორტის პროექტის გამარჯვებულად უახლოეს დღეებში ჩინური კონსორციუმი გამოცხადდება - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა, ლევან დავიტაშვილმა განაცხადა.