ბორელმა ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრთან საქართველოში განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრა

30.05.24 10:32
ბორელმა ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრთან საქართველოში განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრა

საქართველოში განვითარებულ პროცესებზე ისაუბრეს Schuman Forum-ზე ჯოზეფ ბორელმა და ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

მოხარული ვარ უკრაინის, ახლო აღმოსავლეთისა და საქართველოს საკითხებზე საგარეო საქმეთა მინისტრთან @thordiskolbrun-თან #შუმანის ფორუმზე.
ევროკავშირი და ისლანდია იზიარებენ ღირებულებებს და თანმიმდევრულნი არიან საგარეო პოლიტიკაში.
ამ რთულ გეოპოლიტიკურ კონტექსტში, ჩვენ ვაპირებთ განვავითაროთ უფრო მჭიდრო დიალოგი და თანამშრომლობა უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროშ," - წერს ბორელი.

როგორი შეფასებები მოჰყვა ბორელისგან და ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრისგან რუსული კანონის დამტკიცებას:

  • "ევროკავშირი და მისი წევრი ქვეყნები განიხილავენ ყველა ვარიანტს ამ მოვლენებზე რეაგირებისთვის," - ამ ერთობლივი განცხადებით გამოეხმაურა ევროკომისიაში უმაღლესი წარმომადგენელი, ჯოზეფ ბორელი და ევროკომისია რუსული კანონის დამტკიცებას. 
  • ოქტომბრის არჩევნები იქნება საქართველოს ერთგულების ტესტი EU-ს მომავლის მიმართ - ბორელი.
  • რუსული კანონის მიღება ნეგატიურად შეაფასა ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ორი დღის წი ნ. მან სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მთავრობამ რუსული კანონის მიღებით კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა ქვეყნის ევროპული მომავალი. 

მსგავსი სიახლეები