ვწუხვარ, რომ მთავრობამ ფაქტობრივად აირჩია საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის შეჩერება - ისლანდიის საგარეო

28.05.24 22:34
ვწუხვარ, რომ მთავრობამ ფაქტობრივად აირჩია საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის შეჩერება - ისლანდიის საგარეო

რუსული კანონის მიღებას ნეგატიურად აფასებს ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრი. ის სოციალურ ქსელში წერს, რომ მთავრობამ რუსული კანონის მიღებით კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა ქვეყნის ევროპული მომავალი.

ქართველ ხალხს თვალი ჰქონდა ევროპულ მომავალზე, რომელიც ახლა მთავრობამ საფრთხის ქვეშ დააყენა უცხოური აგენტების კანონის მიღებით. ვწუხვარ, რომ მთავრობამ ფაქტობრივად აირჩია საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის შეჩერება," - წერს მინისტრი.

პრეზიდენტის ვეტო დაძლეულია - რუსული კანონი დამტკიცებულია. დარბაზში მხოლოდ საპარლამენტო უმრავლესობის წევრები იმყოფებოდნენ. სხდომას 84 დეპუტატი ესწრებოდა

პრეზიდენტმა ვეტოს დაძლევის შემდეგ, პარლამენტის წინ შეკრებილებს მიმართა და რეფერენდუმის ჩატარება დაანონსა.

პრეზიდენტმა რეფერენდუმი დააანონსა - რას იზამს პრემიერი (რა წერია კანონში)?

 

მსგავსი სიახლეები