ზურაბიშვილმა უკვე დაიწყო უცხოელი აგენტების რეესტრის შექმნა - კობახიძე "ქართულ ქარტიაზე"
რეალურად, სალომე ზურაბიშვილმა უკვე დაიწყო უცხოელი აგენტების რეესტრის შექმნა - ამ სიტყვებით შეაფასა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სალომე ზურაბიშვილის მიერ დაანონსებული „ქართულ ქარტია“.
მისი თქმით, აღნიშნულით, კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ სიის ფორმალიზება ხდება.
„ინიციატივა, რაც სალომე ზურაბიშვილმა გაახმოვანა, სინამდვილეში უცხოელი აგენტების რეესტრის შექმნის პირველი მცდელობაა. რეალურად, სალომე ზურაბიშვილმა უკვე დაიწყო უცხოელი აგენტების რეესტრის შექმნა, რომელშიც შესაბამისი პოლიტიკური პარტიები იყრიან თავს. მადლობა სალომე ზურაბიშვილს ამისთვის.
მანამდეც ვამბობდით, რომ ყველა ეს ადამიანი ერთი პოლიტიკური ძალაა, რომელსაც კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ ვუწოდებთ და ახალ ხდება კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ სიის ფორმალიზება. ამისთვის განსაკუთრებული მადლობა სალომე ზურაბიშვილს“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ცნობისთვის, პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა სამოქმედო გეგმა - "ქართული ქარტია" წარადგინა და პოლიტიკურ პარტიებს მის ირგვლივ შეჯერება შესთავაზა. რა ბედი ელის პროკურატურას, შინაგან საქმეთა სამინისტროს და სუსს? - რა წერია პრეზიდენტის „ქართულ ქარტიაში".