Verstehen? - ზარქუას გერმანულად მიმართვა გერმანიის ელჩს
Verstehen? - ასე მიმართავს ზარქუა გერმანიის ელჩს რუსული კანონზე ხელისუფლების გაკრიტიკების გამო. ზარქუას თქმით, გერმანულად მხოლოდ ეს ერთი სიტყვა იცის.
ზარქუასთვის მიუღებელია პარტნიორების კრიტიკა, რომ რუსული კანონი დემოკრატიას ძირს უთხრის.
თუ ამერიკას აქვს უფლება, თავი დაიცვას, თუ საფრანგეთმა ახლა მიიღო, ჩვენზე უფრო მკაცრი, მე მივმართავ გერმანულად Verstehen? - გაიგე? ეგ არის თემა, რომ იმას თუ აქვს უფლება, რომ დაიცვას, ფრანგებს, ამერიკელებს, კანადელებს, საქართველოს რატომ არ გვაქვს უფლება, ეს მინდა, რომ ვკითხო ელჩს, ფიშერს.“ - ამბობს ზარქუა.
გერმანულად მიმართვამდე, ზარქუამ პოლიგლოტური უნარები აჩვენა, როდესაც მიმართა ამერიკელ მაღალჩინოსნებს ინგლისურად, საქართველოს პრეზიდენტს კი ფრანგულად:
- "ჰეი მეთიუ, არ იუ ქიდინგ მაი ფრენდ?" - ზარქუას იერიში სახდეპის წინააღმდეგ
- როგორც ფრანგები იტყვიან, Cette dame est devenue folle - გაგიჟდა პრეზიდენტი - ზარქუა