"მნიშვნელოვანია შეფასდეს ზემოქმედება კრიტიკულ ინფრასტრუქტურასა და სუვერენიტეტზე" - სახდეპი ანაკლიაში ჩინურ ინვესტიციაზე

30.05.24 12:49
"მნიშვნელოვანია შეფასდეს ზემოქმედება კრიტიკულ ინფრასტრუქტურასა და სუვერენიტეტზე" - სახდეპი ანაკლიაში ჩინურ ინვესტიციაზე

"მნიშვნელოვანია შეფასებული იყოს ზემოქმედება კრიტიკულ ინფრასტრუქტურასა და სუვერენიტეტზე" - ასე უპასუხა სახელმწიფო დეპარტამენტმა სააგენტო "აქცენტის" კითხვას ანაკლიის პორტის პროექტში ჩინური ინვესტიციების განხორციელების შესახებ.

სახდეპი განმარტავს, რომ ჩინეთის სუბიექტებთან ბიზნესის წარმოებისას მნიშვნელოვანია, ჩატარდეს საფუძვლიანი გამოკვლევა,

"შეერთებული შტატები პატივს სცემს ქვეყნების სუვერენულ გადაწყვეტილებებს იმის თაობაზე, თუ ვისთან სურთ ურთიერთობა ან ბიზნესის წარმოება. თუმცა ჩვენ აღვნიშნავთ, რომ ჩინეთის სუბიექტებთან ბიზნესის წარმოებისას მნიშვნელოვანია, ჩატარდეს საფუძვლიანი სათანადო გამოკვლევა, გააზრებული იყოს პოტენციური ზემოქმედება კრიტიკულ ინფრასტრუქტურასა და სუვერენიტეტზე და უზრუნველყოფილი იყოს, რომ ეკონომიკური ურთიერთობა იყოს სამართლიანი, გამჭვირვალე და სასარგებლო საქართველოსთვის", – განუცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს–სპიკერმა "აქცენტს" შესაბამისი კითხვის საპასუხოდ.

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის ინვესტორის საერთაშორისო კონკურსში გამარჯვებულად ჩინური კონსორციუმი China Communications Construction Company Limited-ი (CCCC) გამოვლინდა.

საქართველოს მთავრობამ ანაკლიის პორტი, სავარაუდოდ, არაერთ კორუფციულ სკანდალში გახვეულ კომპანიას გადასცა.

ანაკლიის პორტის პროექტის გამარჯვებულად უახლოეს დღეებში ჩინური კონსორციუმი გამოცხადდება - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა განაცხადა. 

მსგავსი სიახლეები