რეპრესიების ტალღამ მსახიობებამდე მიაღწია - მოსამართლე მსახიობ ანანო მახარაძის საქმეზე მსჯელობს
რეპრესიების ტალღამ მსახიობებამდე მიაღწია - ამ წუთებში სასამართლო პროცესი მიმდინარეობს ახალგაზრდა მსახიობის ანანო მახარაძის საქმე. მას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას - გზის გადაკეტვას ედავებიან.
სასამართლოს შენობაში იმყოფებიან ბაია დვალიშვილი, ნატა მურმანიძე და ქართული კინოს და თეატრის სხვა ხელოვანები და ახალგაზრდა მსახიობის საქმეზე მოსამართლის გადაწყვეტილებას ელოდებიან.