შესაძლებელია მეც და ჩემი შვილიც (აღმოვჩნდეთ სასამართლოზე), თუ შემიძლია ხოლმე ფეხზე დგომა, აქციაზე ვარ - ბაია დვალიშვილი

30.05.24 15:14
შესაძლებელია მეც და ჩემი შვილიც (აღმოვჩნდეთ სასამართლოზე), თუ შემიძლია ხოლმე ფეხზე დგომა, აქციაზე ვარ - ბაია დვალიშვილი

 

 

"თუ შემიძლია ხოლმე ფეხზე დგომა, არ ვადევნებ (თვალს), იქ ვარ და შესაძლებელია მეც და ჩემი შვილიც (აღმოვჩნდეთ სასამართლოზე)" - ამის შესახებ მსახიობი ბაია დვალიშვილი საუბრობს.

მსახიობი ახლა საქალაქო სასამართლოშია, სადაც მიმდინარეობს მისი კოლეგა მსახიობის სასაამრთლო პროცესი, რომელსაც გზის გადაკეტვას ედავებიან. დვალიშვილის თქმით, მსგავსი პროცესები მოქალაქეებს არ დაღლის და ამბობს, რომ იმედიანად არის და "ყველაფერს გავუმკლავდებით".

ყველაფერს გადავიტანთ, ყველაფერს გავუმკლავდებით და ძალიან იმედიანად ვარ და ძალიან შემართულად და ამით ვერ შეგვაშინებენ. თუ შემიძლია ხოლმე ფეხზე დგომა, არ ვადევნებ (თვალს), იქ ვარ და შესაძლებელია მეც და ჩემი შვილიც (აღმოვჩნდეთ სასამართლოზე)", - ამბობს ბაია დვალიშვილი.

რეპრესიების ტალღამ მსახიობებამდე მიაღწია - ამ წუთებში სასამართლო პროცესი მიმდინარეობს ახალგაზრდა მსახიობის ანანო მახარაძის საქმე. მას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას - გზის გადაკეტვას ედავებიან.

 

მსგავსი სიახლეები